ანტონიუ დი ოლივერა სალაზარი – “ეპიზოდი”
ანტონიუ დი ოლივერა სალაზარი (1889-1970 წლები),გახლდათ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი და “დიქტატორი” (1932-1968 წლებში),1951 წელს კი ასრულებდა ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობასაც.მკითხველო,ამ პიროვნების შესახებ,რომ წარმოდგენა შეგიქმნათ,მის რამდენიმე ციტატას გაგაცნობთ;
1. “მე არ მწამს ადამიანების თანაბარუფლებიანობის,მე მწამს მხოლოდ იერარქიის”.
2. “აბსოლუტური ძალაუფლების არსებობა სრულიად დასაშვები,მისაღები და შესაძლებელია,ხოლო აბსოლუტური თავისუფლება არც არსებობს და ყოვლად შეუძლებელიცაა”.
3. “უმჯობესია სასწრაფოდ შეიქმნას ფართო ელიტა,ვიდრე განვანათლოთ საზოგადოება,რადგან ეროვნულ პრობლემებს უნდა წყვეტდეს ელიტა და არა ხალხი”.
საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა 2007 წლის 25 მარტს,მაშინ როდესაც პორტუგალიის მასშტაბით ჩატარდა გამოკითხვა “ისტორიაში ყველაზე ცნობილ პორტუგალიელად” დასახელებისა.აღნიშნული გამოკითხვა მიზნად ისახავდა გამოვლინებას,როგორც დადებითი პიროვნებების პორტუგალიის ისტორიისა,ასევე ნეგატიური პირებსაც. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად სიაში შეყვანილ არ იქნა – ანტონიუ დი ოლივერა სალაზარი,თუმცა საზოგადოებრივი “ზეგავლენის” შედეგად,გამოკითხვის ორგანიზატორებმა მისი სახელიც შეიყვანეს ნუსხაში.აღსანიშნავია,რომ ფინალურ ათეულში,მისი სახელიც გავიდა და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს პირველი ადგილიც დაიკავა.მან გამოკითხვის შედეგებით,ხმათა 41%-ით ისეთი დიდი პორტუგალიელები ჩამოიტოვა უკან,როგორებიც იყვნენ: ვასკო და გამა (0.7%-ით ნაკლები ხმა მიიღო),ლუიშ დე კამოენსი (4%-ით ნაკლები ხმა) და სხვა ცნობილი პორტუგალიელები.ამით კი პორტუგალიელმა ხალხმა – სალაზარის საშინელი მმართველობა და მისი “ნეგატიური” შედეგები ქვეყნის ისტორიაში უფრო მნიშვნელოვნად სცნო,ვიდრე დიდი მოგზაურის – ვასკო და გამას,მიერ შეტანილი უდიდესი ღვაწლი,პორტუგალიისა და საერთოდ მსოფლიოს ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი)