ჩაუდრუჰი რაჰმათ ალი – “ინდოეთის შესახებ”…
ჩაუდრუჰი რაჰმათ ალი (1897-1951 წლები),გახლდათ გამოჩენილი პაკისტანელი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი,რომელმაც 1933 წელს პირველმა შემოიღო,აზიის სამხრეთით მდებარე,ახალი მუსულმანური სახელმწიფოს “პაკისტანის” სახელწოდება.იგი პაკისტანის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი იყო,რის გამოც მკვეთრად უპირისპირდებოდა ინდოეთს. (ავტორი გენია.ჯი)ლონდონში გამართული ერთ-ერთი კონფერენციის დროს,სადაც განიხილებოდა ინდოეთის საკითხი,სიტყვით გამოვიდა ჩაუდრუჰი რაჰმათ ალი,რომელმაც დამსწრე საზოგადოებას განუცხადა:
“ინდოეთი – იმ ტერიტორიული შემადგენლობით,როგორიც დღესაა წარმოდგენილი,არ არის ერთიანი ქვეყანა და ერთიანი სამშობლო მასში მაცხოვრებელი ერებისათვის. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ქვეყანა და მისი სახელწოდება,თავდაპირველად ისტორიაში შემოტანილ იქნა ბრიტანელების მიერ.ინდოეთი შედგება ხალხებისაგან,რომელთაც მის შემადგენლობაში არასოდეს უცხოვრიათ,არასოდეს მათი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე.ბრიტანელთა მოსვლამდე,აზიის ამ უდიდესს ნაწილში,ყველა ხალხი ინარჩუნებდა მის კულტურას,ისტორიას,ადათ-წესებსა და რწმენას,რომლებიც საუკუნეების მანძილზე,უძველესი დროიდან მოსდევდათ მათ.აღნიშნული ფაქტებით კი ყოველი ჩვენთაგანი,რომელიც ეხლა ერთიანი ინდოეთის შემადგენლობაშია მოქცეული,საკუთარი ეროვნულობის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგავართ.უნდა იცოდეს მსოფლიო საზოგადოებამ,რომ ამ ქვეყანაში შემავალი სხვადასხვა ხალხისათვის ინდოეთი – “სამშობლო”,არასოდეს იქნება”.
და მართლაც ინდოეთს 1947 წელს გამოეყო პაკისტანი,რომელსაც თავის მხრივ 1971 წელს გამოეყო ბანგლადეში და ინდოეთი სამ სუვერენულ ქვეყნად დაიშალა: ინდოეთი,პაკისტანი და ბანგლადეში. (ავტორი გენია.ჯი)