“ვაფტრუდნირი”
“ვაფტრუდნირი” - გახლდათ გერმანულ-სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით “გოლიათი”,რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული ცოდნითა და სიბრძნით.იგი დებდა სანაძლეოებს,რომელთა მიხედვითაც სვამდა და უსვამდნენ შეკითხვებს.იმ შემთხვევაში თუ კი შეკითხვაზე სწორი პასუხი არ იქნებოდა გაცემული,დამარცხებული საკუთარი სიცოცხლით აგებდა პასუხს. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად მისი უამრავი გამარჯვებისა,საბოლოოდ დამარცხებულ იქნა “ოდინთან” (გერმანულ-სკანდინავიური მითოლოგიის უმაღლესი ღმერთი),რომელიც მისთვის “ინკოგნიტო” მოთამაშე გახლდათ.შეკითხვა დასვა თავად ოდინმა და შეკითხვის არსი კი მდგომარეობდა შემდეგში: “რა უთხრა სასიკვდილო სარეცელზე მწოლ გაზაფხულისა და სინათლის ღმერთს – ბალდრს,უკანასკნელად მამამისმა?”
ასეთი შეკითხვის შემდეგ მიხვდა ვაფტრუდნირი,თუ ვისთან ჰქონდა საქმე და უპასუხა: “ეს მხოლოდ თქვენ იცით დიადო ოდინ,რადგან მისი მამა ხომ თავდ გახლდით?! მიუხედავად მარცხისა არ ვნანობ,რადგან დავმარცხდი ბრძენთა-ბრძენ ღმერთთან”.რის შემდეგაც იგი მოკლულ იქნა ოდინის მიერ.სრული ტექსტი აღნიშნული “დუელისა” გადმოცემულია საგაში – “ვარტფრუნდის საუბარში”.აღსანიშნავია,რომ ამ მითოლოგიის შესახებ უამრავი ლეგენდა და გადმოცემა შეიქმნა,რომელმაც სკანდინავიურ ფოლკლორშიც კი დაიმკვიდრა ადგილი.თავად სახელი “ვაფტრუდნირი” კი იქცა სიმბოლოდ “სიბრძნის” და “ძლიერი სულისა”. (ავტორი გენია.ჯი)