მერი ტე ტაი მანგაკახია – “პირველი დეპუტატი ქალი”
მერი ტე ტაი მანგაკახია დაიბადა 1868 წლის 22 მაისს ხოკიანგაში (ახალი ზელანდია),წარმომავლობით იგი ტე რავარას გვარიდან გახლდათ,თუმცა მოგვიანებით მეუღლის გვარი მიიღო.იგი გახლდათ ახალზელანდიელი პოლიტიკური მოღვაწე “მაორთა” ხალხიდან,პარლამენტარი,”ფემინისტი” და ერთ ერთი უმთავრესი წარმომადგენელი ბრძოლაში,იმისათვის რომ არჩევნებში მამაკაცებთან ერთად თანაბარუფლებიანი,მონაწილეობის მიღება შეძლებოდათ მანდილოსნებს,რასაც მიაღწია კიდეც და ახალი ზელანდია გახდა პირველი სახელმწიფო მსოფლიოში,სადაც 1893 წელს პარლამენტის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ქალთა არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ მერი მეუღლე გახლდათხამიორა მანგაკახიასი,რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახლდათ 1892-1902 წლებში და შესაბამისად საკმაოდ გავლენიანი ქალიც იყო.1893 წელს მან ოფიციალურად მოითხოვა,პარლამენტის მუშაობაში (პარლამენტარად),წვლილი დაედოთ მანდილოსნებს და პირველი დეპუტატი ქალიც ხდება.იმ პერიოდისათვის ბევრი “მაორი” ქალი ფლობდა მიწებს და მერი მოითხოვდა,რომ მათ გააჩნდათ ყველანაირი უფლება საკუთარი წარმომადგენელი ქვეყნის საპარლამენტო უწყებაში ჰყოლოდათ წარმოდგენილი. (ავტორი გენია.ჯი) იგი აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში და აქტიურადვე იცავდა “ქალთა უფლებებს”.მერი იყო წევრი “კატახიკანგას კომიტეტისა”,რომელიც შემდგომ ჩამოყალიბდა,როგორც “ლიგა მაორი ქალების კეთილდღეობისათვის”.ფაქტიურად მერიმ “რევოლუცია” მოახდინა ქალთა უფლებების გაფართოების კუთხით და ახალი ზელანდიის ისტორიაში სამარადჟამოდ დაიმკვიდრა ადგილი,როგორც პირველმა დეპუტატმა ქალმა.მერი ტე ტაი მანგაკახია გარდაიცვალა 1920 წლის 10 ოქტომბერს,52 წლის ასაკში გრიპის შედეგად. (ავტორი გენია.ჯი)