“ბენინური ბრინჯაო”

“ბენინური ბრინჯაო” - წარმოადგენს კოლექციას,რომელიც 1000-ზე მეტ თითბრის (სპილენძის ფუძეზე დამზადებული შენადნობი),ფირფიტისაგან შედგება და მათზე გამოსახულია,აფრიკული ქვეყნის ბენინის ძველი სამეფოს,სასახლის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულებები.სახელწოდება “ბენინური ბრინჯაო”,ორგზის “მაცდური” სახელია,რადგან პირველ რიგში – იგი არ შედგება ბრინჯაოსაგან და მეორეც,ბენინის შუასაუკუნეების სამეფოს ყოფილი სასახლე,დღევანდელობაში არ მდებარეობს ბენინის ტერიტორიაზე და ამჟამად სასახლის ფრაგმენტები მდებარეობს თანამედროვე ნიგერიაში. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ფირფიტები ხელთ იგდო ინგლისურმა სამხედრო ექსპედიციამ,ბენინის წინააღმდეგ “სადამსჯელო” ოპერაციისას 1897 წელს და იგი გადაცემულ იქნა ფორინ-ოფისისათვის (დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო).მოგვიანებით “ბენინური ბრინჯაოს’ 200 ექსპონატი გადაცემულ იქნა ამ სამინისტროს მიერ ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმისათვის,ხოლო დანარჩენი კი კერძო კოლექციებში იქნა მიმოფანტული.ამ ფირფიტებზე გამოსახულია,ბენინის სამეფოს სასახლის სიუჟეტები,ცხოვრება,ადამიანები,თევზები და ცხოველები.თითოეული ექსპონატი კი უმაღლეს საშემსრულებლო დონეზე “ინდივინდუალურად” არის დამზადებული.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,ისინი ამშვენებდნენ ბენინის სამეფო სასახლის კედლებს და სწორედ ამ მიზნით იქნა შექმნილი. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ აღნიშნულმა ისტორიული და კულტურული ღირებულების ნიმუშებმა მიიქცია დიდი ყურადღება ევროპაში,აფრიკის და აფრიკელი ხალხების კულტურის მიმართ.ისტორიკოსთა ვარაუდით ისინი დამზადებული უნდა იყვნენ XIII-XVI საუკუნეებში.აღსანიშნავია,რომ ბენინის სასახლე,რომელიც დღეს ნიგერიის ტერიტორიაზეა,დიდი ყურადღების ქვეშ არის ნიგერიის ხელისუფლების მხრიდან და 1950-1970 წლებში ამ ქვეყანამ,ბრიტანეთის ეროვნულ მუზეუმთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ 50 ექსპონატი გამოისყიდა და დღესაც თხოვნით მიმართავენ მათ,რომ დანარჩენი ექსპონატებიც სამშობლოში დააბრუნონ. (ავტორი გენია.ჯი)