ჰენდრიკ ვიტბოი – “ნამიბიის ეროვნული გმირი”
ჰენდრიკ ვიტბოი დაიბადა 1840 წელს,ნამიბიის ჩრდილოეთ ნაწილში.იგი წარმოადგენს აფრიკული ქვეყნის – “ნამიბიის ეროვნულ გმირს”,რომელიც გახლდათ ის “ბელადი” და ორგანიზატორი,ნამას ტომის ხალხისა,ვინც სამხრეთ-აფრიკელი ხალხის ბრძოლას ჩაუდგა სათავეში,გერმანელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ და ამ ბრძოლას მთელი მისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა.აღნიშნულ კი შეეწირა კიდეც.იგი მესამე შვილი გახლდათ “მოზესის ტომის” ხალხის ბელადის – კიდი ვიტბოისი (1810-1888 წლები).ჰყავდა მეუღლე,სახელად ლენა,რომელთან თანაცხოვრებაშიც 12 შვილის მამა გახდა,მათ შორის 7 ვაჟის და 5 გოგონასი. (ავტორი გენია.ჯი) 1888 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ხდება “ბელადი”,რა დროსაც ძალაუფლებისათვის ბრძოლა მოუწია საკუთარ ბიძასთან – იან იონკერ აფრიკანერთან,რომელიც გახლდათ “უმაღლესი ბელადი” ნამას ხალხისა.გარდა ამისა მას ბრძოლა მოუწია აფრიკული ტომის – გაი-კაუუნის,ეგრეთწოდებული “წითელი ხალხის” ბელადთან – მანეს ნორესებთან.1892 წელს კი ჰენდრიკი სათავეში უდგება გერმანელ კოლონიალურ რეჟიმთან ბრძოლას და იწყებს აჯანყებას.აღნიშნული მოვლენა გრძელდებოდა 1893 წლამდე და 1894 წელს მთავრდება “მეგობრობისა და ურთიერთთანადგომის” ხელშეკრულების დადებით.ამ ხელშეკრულების თანახმად,ნამას ხალხს გადაეცათ მიწები,პირუტყვი და სამხედრო აღჭურვილობა.მის ბიოგრაფიაში აღსანიშნავია ისიც,რომ გერმანელ კოლონიზატორთა ბრძანების საფუძველზე,ბრძოლები აწარმოა გერეროს ხალხთან.მაგრამ მალევე ნამასა და გერეროს ხალხი,გაერთანდნენ გერმანელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ ბრძოლაში და 1904 წლის 3 ოქტომბერს,კვლავ დაიწყო აჯანყება,რომელსაც სათავეში – ჰენდრიკ ვიტბოი და იაკობ მორენგო ჩაუდგნენ.ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა მძაფრი ბრძოლები,რა დროსაც 1905 წლის 19 ნოემბერს – ჰენდრიკი,გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.მისი გარდაცვალების შემდგომ,1905 წლის 29 ოქტომბრის შემდეგ,აჯანყებულები დაიშალნენ მცირე ჯგუფებად და პარტიზანულ ომს აწარმოებდნენ 1907 წლამდე.ამავე წლის ბოლოსათვის აჯანყებულთა უმრავლესობამ დაჰყარა იარაღი და “მშვიდობიან ცხოვრებას ” დაუბრუნდა.დარჩენილი ჯგუფები კი განდევნილ იქნა ნამიბიის საზღვრებს გარეთ. (ავტორი გენია.ჯი) აჯანყების მარცხით დასრულების შემდეგ,ნამას ხალხის უმრავლესობა ქვეყნიდან იძულებით აიყარა და შეეკედლა ისეთ ღარიბ რეგიონებს,სადაც მიწები უნაყოფო იყო,რის გამოც მათმა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.1907 წელსვე ნამას ხალხის და ჰოტენტოტების მიწების სრული კონფისკაცია განხორციელდა.ფაქტიურად ჰენდრიკ ვიტბოის დაღუპვამ “წელში გატეხა” აჯანყებულები და მასიური სახის ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლეს,რამაც მათი მარცხი გამოიწვია.დღესდღეობით,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ – ჰენდრიკ ვიტბოი,ნამიბიის “ეროვნული გმირია”,რომლის პორტრეტიც თითქმის ყველა “ნამიბიური დოლარის” (ოფიციალური ვალუტა ნამიბიისა),ნომინალზეა გამოსახული და მის ხსოვნას ამ ქვეყანაში დღესაც დიდ პატივს მიაგებენ. (ავტორი გენია.ჯი)
ჰენდრიკ ვიტბოი – თანამებრძოლებთან ერთად