ჰარიეტ ბაკერი

ჰარიეტ ბაკერი დაიბადა 1845 წლის 21 იანვარს ჰოლმესტრანის კომუნაში,ვესტფოლის საგრაფოში (ნორვეგია).იგი წარმოადგენდა დიდ ნორვეგიელ მხატვარს და სახვითი ხელოვნების ისტორიაში,პირველ სკანდინავიელ “პროფესიონალ” მხატვარ ქალს.1857 წელს,12 წლის ასაკში ჰარიეტი მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ნორვეგიის დედაქალაქ – ქრისტიანიაში (დღევანდელი ოსლოს ძველი სახელწოდება),გადავიდნენ. (ავტორი გენია.ჯი) გრაფიკული ხელოვნების შესწავლა დაიწყო – იოაჰიმ კალმეირთან,ხოლო შემდეგ კი ცნობილ ნორვეგიელ მხატვართან – იუჰან ფრედრიკ ეკერსბერგთან.სწავლის დასრულების შემდგომ,საკმაოდ ბევრი იმოგზაურა დასთან ერთად,ევროპის მასშტაბით.მისი და – აგათა ბაკერ-გრიონდალი,იმ პერიოდისათვის დიდი კომპოზიტორი და პიანისტი გახლდათ.1874-1878 წლებში,ჰარიეტი სწავლობდა მიუნხენში,სადაც კიდევ უფრო დახვეწა საკუთარი ხელოვნება,ხოლო მოგვიანებით 1878 წლიდან 1888 წლებში გადავიდა პარიზში,სადაც ცნობილი ფრანგი მხატვრის – ლეონ ჟოზეფ ფლორანტენ ბონას,ხელმძღვანელობით კიდევ უფრო სრულყო საკუთარი ხელოვნება.იგი უფრო რეალისტური სიუჟეტების ხატვით გამოირჩეოდა და მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია,ფრანგი იმპრესიონისტი მხატვრების შემოქმედებამ.ახლობლობდა და მეგობრობდა იმ დროისათვის ცნობილ მრავალ ფრანგ და ნორვეგიელ ხელოვანთან,მათ შორის,გამოჩენილ ნორვეგიელ მხატვართან – ეილიფ პეტერსენთან. (ავტორი გენია.ჯი) მისი სურათები წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა სალონებსა და გამოფენებზე,რა დროსაც “პარიზის 1889 წლის მსოფლიო გამოფენაზე”,მისმა ნამუშევრებმა “ბრინჯაოს მედლები” დაიმსახურა,რაც სკანდინავიური სამხატვრო სამყაროსათვის უდიდესი მიღწევა იყო,რადგან იგი მანდილოსანმა მოიპოვა.1908 წელს კი ჰარიეტს,საკუთარი შემოქმედებისათვის მიენიჭა “ნორვეგიის სამეფო აკადემიის ოქროს მედალი”ჰარიეტ ბაკერი გარდაიცვალა 1932 წლის 25 მარტს ოსლოში.მისი ნამუშევრები კი დღესაც ამშვენებს მსოფლიოს სახვადასხვა სალონებსა თუ მუზეუმებს. (ავტორი გენია.ჯი)

ჰარიეტ ბაკერის შემოქმედება