ტიციანო ვეჩელი – “ქალი სარკის წინ”
“ქალი სარკის წინ” - გახლავთ,გენიალური მხატვრისა და იტალიური რენესანსის,ვენეციური სკოლის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის -ტიციანო ვეჩელის (1476-1576 წლები),იგივე - ტიციანის,მიერ 1515 წელს შექმნილი “შედევრი”.ტილოზე გამოსახულია ახალგაზრდა ქალი,რომელიც მცირე ზომის სარკეში ისწორებს თმებს.უკანა პლანზე გამოსახულია ახალგაზრდა მამაკაცი,რომელსაც ორი სარკე უჭირავს ხელთ.აღნიშნული ტილო,ისევე,როგორც სხვა ტილოები ტიციანისა,წარმოადგენს ერთგვარ ჰარმონიულ – “ტიციანისებურ კლასიციზმის” ბრწყინვალე ნიმუშს. (ავტორი გენია.ჯი) ტილოზე გამოსახული ქალის მოდელად და ნატურად,მხატვარმა გამოიყვანა,მისივე “მეგობარი ქალი”,სახელად – ვიოლანტა,რომელიც თავის მხრივ დიდი იტალიელი მხატვრის – ჯაკომო (უფროსი) პალმას (1480-1528 წლები),ქალიშვილი გახლდათ.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ასეთივე მოტივზე შექმნილია,კიდევ ერთი ტილო,რომელიც “პრაღის ეროვნულ მუზოუმშია” წარმოდგენილი. (ავტორი გენია.ჯი) ტიციანო ვეჩელის შედევრი-ქმნილება “ქალი სარკის წინ”,დღესდღეობით დაცულია “ლუვრის სასახლეში”,კერძოდ მე-7 დარბაზში,პირველივე სართულზე დენონის სახელობის გალერეაში,კოდით: INV.755. (ავტორი გენია.ჯი)