დემოსთენეს შესახებ…
ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი სახელმწიფო მოხელე და ორატორი - დემოსთენე (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები),თავის საჯარო გამოსვლებში,ხაზგასმით აღნიშნავდა ათენის დიდებულ წარსულს,პოლიტიკური თავისუფლების ძალასა და მნიშვნელობას. გულმოკლული აღიარებდა,რომ მის დროს დემოკრატია დაკნინებასა და დიდი პოლიტიკური პრობლემების დავიწყების გზას დაადგა; რომ ანგარება,გამყიდველობა და თავისი ღირსების უპატივცემულობა დაეუფლა ბერძნების უმრავლესობას.განსაკუთრებით აღელვებდა “სიკოფანტების” (მაბეზღარათა) თავაშვებულება ათენში და მათ იმ ასპიდებსა და მორიელებს ადარებდა,რომლებიც “აწეული საჩხვლეტებით” აგორაზე აქეთ-ითით დაძვრებიანო. (ავტორი გენია.ჯი) დემოსთენეს მაკედონიის მეფე – ფილიპე II საბერძნეთის მხსნელად კი არა მისი დამოუკიდებლობის,თავისუფლების და კულტურის მესაფლავედ მიაჩნდა.ფილიპეს წინააღმდეგ მიმართულ სიტყვებში,რომელიც ჩვენთვის “ფილიპიკებად” არის ცნობილი,იგი შავ საღებავს არ ზოგავდა ერთი მხრივ მაკედონიის მეფე “ბარბაროსად”,”ტირანად” და “ცბიერ დესპოტად” წარმოედგინა და მეორე მხრივ,ათენელებსა და საერთოდ ბერძნებისათვის მისი გაბატონების საშინელი საფრხე თვალწინ დაეყენებია.დემოსთენესვე სიტყვებით,ის პირები კი,რომლებსაც ფილიპეს “ფილიპელინობა” სწამდათ,ან შეუგნებლად უდგებოდნენ საკითხს,ან კიდევ მოსყიდულები იყვნენ და უბრალო ხალხი შეცდომაში შეჰყავდათ. (ავტორი გენია.ჯი) დიდი ძველბერძენი სახელმწიფო მოღვაწე თავს ესხმოდა იმათ,ვინც ფულში ჰყიდდა თავის ქვეყანას და ფილიპე II-ს აგენტობას კისრულობდა.ამიტომ მოუწოდებდა ათენელებს მანამ გაერთიანებულიყვნენ მაკედონიის წინააღმდეგ ბრძოლაში,ვიდრე ისეთი ვითარება არ წარმოიქმნებოდა,როცა ყოველგვარი ღონისძიება უკვე დაგვიანებული იქნებოდა.დემოსთენე ერთი მათგანი იყო,ვინც გრძნობდა იმ საფრთხეს,რომელიც ემუქრებოდა საბერძნეთის პოლისების დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.მისი და ფილიპეს მტრობა იმდენად დიდი იყო,რომ პლუტარქეს გადმოცემით,მაშინ როდესაც ძვ.წ.აღ-ით 338 წლის შემოდგომაზე “ქერონეასთან ბეოტიაში” გადამწყვეტი ბრძოლის შემდეგ,სადაც ფილიპე გამარჯვებული გამოვიდა,მაკედონელთა მეფე ისე დათვრა,რომ ათენელებისა და მოკავშირეების გვამებს შორის ირონიულად გაჰყვიროდა: “დემოსთენმა,დემოსთენის შვილმა დამადგინაო”. (ავტორი გენია.ჯი) ამით აღშფოთებულმა,ტყვეებს შორის მყოფმა ათენელმა ორატორმა – დემადემ,ფილიპეს შეძახა: “მეფევ,შენ თერსიტეს როლს თამაშობ,ბედმა კი აგამემნონის ტრაგიკული როლი განგისაზღვრაო”.
ამ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მოსაგონრად,ბერძენმა ხალხმა დადგა მემორიალური საფლავის ქვა,რომელსაც ეპიტაფიად ეწერა: