ოსკარ პანიცას “ფსიქოლოგიური პორტრეტი”
ოსკარ პანიცა (1853-1921 წლები),გახლდათ ცნობილი გერმანელი მწერალი,პოეტი,ფსიქიატრი და ჟურნალისტი,რომელიც გამოირჩეოდა “ანტირელიგიური” და “ანტიეკლესიური” სტატიების გამოქვეყნებით.მის მიერ დაწერილი პოლიტიკური სატირა “კრიმინალის ფსიქოპათია” და ისტორიული დრამა “ნერონი”,რომელიც 1898 წელს გამოაქვეყნა შვეიცარიაში (ციურიხში ყოფნისას),იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოებისა და ქვეყნის ხელისუფლებისათვის,რომ იგი ქვეყნიდან “გააძევეს”,როგორც “არასასურველი სტუმარი”. (ავტორი გენია.ჯი) ამის შემდგომ იგი გადადის პარიზში,სადაც 1899 წელს აქვეყნებს “ანტიკაიზერული” ლექსების კრებულს,სახელწოდებით “პარიზიანა”.იმპერატორის ღირსების შემლახველი,ლექსების გამო,მას ჩამოერთვა ყოველგვარი პრივილეგიებით სარგებლობის უფლება და იგი იძულებული გახდა წასულიყო გერმანიაში.მიუნხენში ყოფნისას დააკავეს,რის შემდეგადაც გაჩნდა ეჭვი,რომ “ფსიქოლოგიურად” ოსკარი,დიდ პრობლემებს განიცდიდა,რის გამოც გამოიკვლიეს მედიცინური კუთხით და დიაგნოზად დაუდგინდა “პარანოია”,რის გამოც სისხლის-სამართებლივი დევნიდან განთავისუფლდა.ამის შემდგომ კვლავ ბრუნდება პარიზში,საიდანაც გერმანიაში დაბრუნებულმა სცადა “თვითმკვლელობა”,რითაც პროვოცირება გაუკეთა მის ხელახალ დაკავებას.ბრალად წაეყენა “იმპერატორის ღირსების შელახვა”,თუმცა ციხის მაგიერ გადაყვანილ იქნა ბაიროიტთან მდებარე “ფსიქიატრიულ საავადმყოფოში”,საიდანაც მას გამოსვლა აღარ აღირსეს.ოსკარმა აღნიშნულ საავადმყოფოში სიცოცხლის უკანასკნელი 16 წელი გაატარა და საბოლოოდ “ინსულტის” შედეგად გარდაიცვალა 1921 წლის 28 სექტემბერს. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ მისი “ანტიპაპური” და “ანტისემიტური” ხედვები,გერმანელი “ფაშისტების” მიერ,გამოყენებულ იქნა პროპაგანდის ერთ-ერთ უმთავრეს ნაწილად.მის მიერ დაწერილი ლექსების მოტივებზე,ცნობილმა გერმანელმა კომპოზიტორმა – რიხარდ შტრაუსმა დაწერა ორი კომპოზიცია,ხოლო 1982 წელს,ოსკარის,მიერ დაწერილი დრამა “სიყვარულის ტაძრის”,მიხედვით გერმანელმა რეჟისორმა – ვერნერ შრიოტერმა,გადაიღო ფილმი “სიყვარულის ტაძარი”. (ავტორი გენია.ჯი)