მაქსიმ გორკი „ტანჯვის” შესახებ წერდა…

„ჯერ არავის და არასდროს გაუბედია გაექირდა ტანჯვა, რომელიც მრავალი ადამიანისათვის საყვარელი პროფესიაა და კვლავადაც ასეთივე დარჩება. ჯერ არავის და არასდროს არ აღძვრია ტანჯვისადმი ზიზღის გრძნობა.

„ტანჯული ღმერთის” რელიგიით ნაკურთხი ეს გრძნობა ისტორიაში მუდამ წამყვან როლს თამაშობდა და სიცოცხლის ძირითადი მელოდიის ლეიტმოტივიც კი  გახლდათ… მაგრამ მაშინ, როდესაც „უბრალო ადამიანები” იბრძოდნენ ტანჯვის ძალმომრეობის წინააღმდეგ, თუნდაც მით,რომ „სხვათა ქვეყნებში” გარბოდნენ, ლიტერატორები-პროზაიკოსები და პოეტები-აღრმავებდნენ აფართოვებდნენ მის „უნივერსალიზმს”, მიუხედავად იმისა, რომ თვით წამებული ღმერთი გაბეზრდა ტანჯვით და შეჰღაღადა: „უფალო, თანაწარმედინ მე სასუმელი ესე”.

ტანჯვა ჩვენი ცხოვრების სამარცხვინო დაღია და რომ შეძლო აღმოფხვრა, საჭიროა გძაგდეს იგი.

…კარგი იქნებოდა, გაგექირდათ ყველა პროფესიული ტანჯული. გაგექირდათ ყველა, ვისაც იდიოტური წვრილმანები და მოუგვარებელი პირადი ცხოვრება მტრულად განაწყობს სიცოცხლისადმი”. – (ავტორი გენია.ჯი)