ტერენტი გრანელი – “26 მაისი”
“ერთი წელი შესრულდა მას აქეთ,რაც ჩვენი მრავალტანჯული სამშობლო ეღირსა თავისუფალ ცხოვრებას.
მრავალხნოებით დაჩაგრულმა ერმა იგრძნო თავისუფალი ცხოვრების სიტკბოება.
ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში. (ავტორი გენია.ჯი) და ჩვენ ვფიქრობთ,რომ საქართველოს რევოლუციონური დემოკრატია დარაზმული გამოვა,თუ სამშობლოს რაიმე ხიფათი მოევლინება, და თავზარს დასცემს იმ ველურ ხალხთა გროვას,რომელთა უახლოესი მიზანი იქნება ჩვენი ნორჩი რესპუბლიკის დამხობა.
ჩვენ ღრმად გვწამს,რომ დღევანდელ ზეიმში მხურვალე მონაწილეობას მიიღებს ყოველი ქართველი და ამით ერთხელ კიდევ დავუმტკიცებთ ჩვენს მტრებს,რომ ჩვენ შეგვწევს ძალა და უნარი,შევინარჩუნოთ ეროვნული თავისუფლება.დეე ყველამ გაიგოს,რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ,აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები. (ავტორი გენია.ჯი)
დღეს საქართველოს მუშათა კლასის უდიდესი მოვალეობაა,ერთი მხრივ შეინარჩუნოს ეროვნული თავისუფლება, და მეორე მხრივ კი ყური უგდოს დასავლეთ ევროპის მუშათა კლასის რევოლუციანურ მოძრაობას, და როდესაც თავისუფალ ცხოვრებას ეღირსება მთელი ევროპის მშრომელი მასსა,მაშინ ჩვენ დარწმუნებული ვართ,რომ მოხდება ძირითადი ტრანსფორმაცია სახელმწიფოებრივ სფეროში და მაშინ საქართველოს დემოკრატია წავა იმ გზით,რა გზასაც დაადგება მთელი ევროპის მშრომელი დემოკრატია.ჩვენ ვფიქრობთ,რომ ზემოაღნიშნულ ორ უდიდეს მოვალეობას არ დაივიწყებს საქართველოს მშრომელი ხალხი, და ამით ნიადაგს ჩაუყრის იმ მომავალ საერთო ბედნიერებას,რომელსაც სოციალიზმი ეწოდება”. (ავტორი გენია.ჯი)