რობერტ ჯეიმზ (ბობი) ფიშერის “სკანდალი”
გენიალური ისლანდიური წარმომავლობის მქონე ამერიკელი ჭადრაკის “დიდოსტატი”,რომელიც ერთადერთი ამერიკელი იყო,რომელმაც “მსოფლიო ჩემპიონის ტიტული” მოიპოვა 1072 წელს – ბორის სპასკისთან მატჩში - რობერტ ჯეიმზ “ბობი” ფიშერი (1943-2008 წლები),გარდა იმისა,რომ დიდებული მოჭადრაკე გახლდათ,ამასთანავე საკმაოდ “სკანდალური” რეპუტაციის მატარებელიც იყო და არც თუ უსაფუძვლოდ,რადგან საკმაოდ ფიცხი ხასიათითა და “ორიგინალური” შეხედულებებით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ პოსტში მკითხველო,შემოგთავაზებთ ერთ პატარა ისტორიას,რომელიც მისი ისედაც “სკანდალებით” სავსე ბიოგრაფიის,ერთ-ერთი საინტერესო ფურცელია.კერძოდ: ტუნისის ქალაქ სუსში,1967 წელს გაიმართა “საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში”,სადაც მიწვეული გახლდათ მრავალი დიდოსტატი და მათ შორის ფიშერიც.მან ორგანიზატორებს წაუყენა პირობა,რომ “რელიგიური მოტივების” გამო პარასკევ დღეს მატჩებს არ გამართავდა და შაბათ დღეს კი მხოლოდ საღამოს შვიდ საათამდე ითამაშებდა.ამის გამო ორგანიზატორებმა ტურნირის განრიგში ცვლილებები შეიტანეს.მაგრამ მალევე ფიშერმა კიდევ ერთი მოთხოვნა წამოაყენა და მოითხოვა შაბათ დღეს ყველა მატჩი ერთ დროს ჩატარებულიყო.აღნიშნული წინადადება მიღებულ არ იქნა ორგანიზატორთა მიერ,რაზეც განაწყენებულმა ფიშერმა,ერთ-ერთ უმთავრესს ორგანიზატორს ტურნირისა – დიაკონენსს,მიმართა: “თქვენ ნამდვილი კომუნისტი ხართ!”