“ნორტუმბერლანდია”
“ნორტუმბერლანდია” - გახლავთ მსოფლიოში ყველაზე დიდი “ლანდშაფტური სკულპტურა”,რომელიც დამზადებული და სრულყოფილი იქნა 2012 წელს ცნობილი ინგლისელი მხატვრისა და დიზაინერის – ჩარლზ ჯენქსისა და “Banks Mining Group”-ის კოლექტივის მიერ,რომელთაც ხელმძღვანელობდა – მეტიუ რიდლი.იგი აგებულ იქნა დიდი ბრიტანეთის კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილში,ქალაქ – კრამლინგტონში (ნორტუმბერლენდის საგრაფო),რომლის სიახლოვესაც განთავსებულია,დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდი “კარიერი” ქვანახშირისა. (ავტორი გენია.ჯი) იგი გამოსახავს “შიშველ მწოლიარე ქალს”,რომელიც შექმნილ იქნა მცირე ზომის მთის შიშველ ფერდობზე: მიწით,ქვით,ბუჩქებითა და სხვა სახეობის მცენარეებით.გარდა სკულპტურისა,იგი ასევე ერთგვარი “ლანდშაფტური პარკიცაა”. (ავტორი გენია.ჯი) სულ ამ უდიდესი “სკულპტურის” სიგრძე 400 მეტრია,სიგანე 253 მეტრი,საშუალო სიმაღლე 30 მეტრი,ხოლო სკულპტურის მაქსიმალური სიმაღლე 34 მეტრს აღწევს.მის შესაქმნელად 4,5 მილიონი დოლარი იქნა დახარჯული.თუმცა მიუხედავად უზარმაზარი ხარჯისა,ავტორები ვარაუდობენ,რომ მის სანახავად საშუალოდ წელიწადში 200 000 ტურისტი ჩავა და მინიმუმ 1 მილიონ დოლარს მოუტანს მოგებას ქალაქის ბიუჯეტს.მისი სრული დანახვა უზარმაზარი მოცულობის გამო,შესაძლებელია მხოლოდ ჰაერიდან.სკულპტურის ავტორები ირწმუნებიან,რომ იდეაში იგი არ წარმოადგენს რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას და მხოლოდ ასახავს ქალის გამოსახულებას.აღსანიშნავია,რომ ინგლისელმა “ფემინისტებმა” სკულპტურა “ქალების უფლებების დისკრიმინაციად” შეაფასა და დიდი კრიტიკაც დაიმსახურა მათგან.მიუხედავად ამისა,მას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მოიხსენიებს,როგორც: “ჩრდილოეთის ღვთაება”. (ავტორი გენია.ჯი)