აბანოზი

აბანოზი - (Diospyros ebenum) გახლავთ აბანოზისებრთა ოჯახის ძვირფასმერქნიანი მცენარე,რომელიც დღემდე მიჩნეულია,მსოფლიოში ყველაზე “ძვირადღირებულ” ჯიშის სახეობად,სხვა ნებისმიერ მცენარეთა შორის (მისი ერთი კუბური მეტრი 100 000 ამერიკული დოლარი ღირს).მას ასევე მოიხსენიებენ,როგორც “შავი ხე” და მისი გავრცელების არეალია: ინდოეთი,შრი-ლანკა და აფრიკის კონტინენტი. (ავტორი გენია.ჯი) მისი სიმაღლე მაქსიმალური 10 მეტრია.მისი ფერი შავია,თუმცა დაყვება ნაცრისფერი ზოლები და სხვა ხეებისაგან განსხვავებით,გამოირჩევა მეტალისებური ბზინვარებით.ამასთანავე არ იძირება წყალში.არის მოსაზრება,რომ ჩვენს წმინდა წიგნში “ბიბლიაში” – “ჰავმინად” მოხსენიებული ხე,სწორედ “აბანოზის ხეა”.მისგან ამზადებენ ძვირფასს ავეჯს,იატაკს,მუსიკალურ საკრავებს,სტატუებსა და სხვა ნივთებს,რომელთა ფასი ძალიან დიდია და შესაბამისად მხოლოდ მდიდარი ადამიანების გამოყენებად ნივთებად მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი) ამ მიზეზთა გამო აბანოზის ხისგან დამზადებული ნივთები “უიშვიათესობას” წარმოადგენენ.სულ ბუნებაში გავრცელებულია 103 სახეობა,თუმცა მათგან მხოლოდ 21 სახეობაა გადაშენების საფრთხის “ნაკლები რისკის” ქვეშ მყოფად ცნობილი.1994 წელს იგი “მსოფლიო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის” მიერ  - “წითელ წიგნში” იქნა შეტანილი და მასზე განსაკუთრებული ზედამხედველობა დაწესდა.აღნიშნული მცენარე მოხსენიებული არის მითებსა და ლეგენდებში,ზოგიერთი ხალხის კულტურაში კი ერთგვარი “მაგიის” შემცველ მცენარედაც მოიხსენიება და მისგან დამზადებულ სამკაულებს,განსაკუთრებულად უფრთხილდებიან. (ავტორი გენია.ჯი)

“აბანოზის” ხისგან დამზადებული უძვირფასესი ნივთები