ჯეკ ლონდონი – “დრო არ იცდის”
“დრო არ იცდის” - გახლავთ,უდიდესი ამერიკელი მწერლის და საზოგადო მოღვაწის - ჯონ გრიფიტ ჩეინის,იგივე ჯეკ ლონდონის (1876-1916 წლები),მიერ დაწერილი შესანიშნავი რომანი,რომელიც გამოქვეყნებულ იქნა 1910 წელს და აღწერს “ავანტურისტ” – ელამ ჰარვიშის,მეტსახელად “დრო არ იცდის”,საკმაოდ საინტერესო ცხოვრებას.ნაწარმოების მთავარი გმირის “პროტოტიპად” ჯეკ ლონდონმა,აიღო ცნობილი სან-ფრანცისკოელი მეწარმე – ფრენკ სმიტის სახე. (ავტორი გენია.ჯი) ელამ ჰარნიში წარმოადგენდა საკმაოდ “აზარტულ” და პროფესიონალ მოთამაშეს,რომელიც ამასთანავე თამაშის პროცესში დიდი ცინიზმით გამოირჩეოდა მოწინააღმდეგების მიმართ.მიუხედავად მრავალი უსიამოვნებისა,მან “აზარტული თამაშებით” მილიონები გამოიმუშავა და საკმაოდ “თავქარიან” ცხოვრებასაც ეწეოდა.გარდა ამისა დაკავდა ბიზნესით,სადაც იმ პერიოდისათვის “ჯუნგლების კანონები” მოქმედებდა,თუმცა ამ სიტუაციაშიც მისი პიროვნებიდან გამომდინარე თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია,თუმცა მაინც დაკარგა ყოველგვარი სიმდიდრე.მისი ასეთი ცხოვრება გრძელდებოდა მანამ,სანამდე მის ცხოვრებაში არ გამოჩნდა,პროფესიით “სტენოგრაფისტი” ქალი,სახელად – დიდ მესონი.სწორედ ამ მოვლენის შემდეგ კარდინალურად იცვლება,ამ “თავქარიანი” ადამიანის პირადი ცხოვრება,რადგან მას უზომოდ შეუყვარდა იგი და სიყვარულმა,აბსოლუტურად შეცვალა მისი როგორც მსოფლმხედველობა,ასევე ცხოვრების სტილიც.ქორწინების შემდგომ საცხოვრებლად გადადიან მოკრძალებულ რანჩოზე.ამავე პერიოდში იგი საკუთარი რანჩოს სიახლოვეს პოულობს “ოქროს მცირე საბადოს” და წამსვე ეუფლება “ეშმაკური იდეები – გამდიდრებისა და აზარტული თამაშებისა”.ფაქტიურად მის სულიერ სამყაროში დიდი “ვნებათაღელვა” იმართება,ერთის მხრივ მეუღლის უდიდესს სიყვარულს ვერ თმობს (რომელიც ძალიან წესიერი ქალი იყო და მას არაერთხელ ამოუდგა მხარში,მისი “ავი თვისებებისაგან” განკურნების მხრივ) და მეორე მხრივ იგი ცდილობს დაუბრუნდეს წარსულ ცხოვრებას,მითუმეტეს მაშინ,როდესაც ამოდენა ოქროს მფლობელი გახდა.საბოლოო ჯამში მან ამჯობინა “სულიერი სიმშვიდისა” და “სათნო მეუღლის” შენარჩუნება და უარი განაცხადა ყოველგვარ მატერიალურ კეთილდღეობაზე. (ავტორი გენია.ჯი) რომანის დასასრულიც შესაბამისად კეთილია და ელამი ოჯახურ იდილიაში ეფლობა.