“გიბას მეტეორიტი”
“გიბას მეტეორიტი” - წარმოადგენს ყველაზე დიდ “მეტეორიტს”,აღმოჩენილს დედამიწაზე,რომელიც ნაპოვნი იქნა აფრიკის კონტინენტზე,ნამიბიის ქალაქ გროტფონტეინთან ახლოს,ჯერ კიდევ 1920 წელს.იგი აღმოაჩინა სრულიად შემთხვევით – იაკობ ბრისტონმა,საკუთარი ფერმის “გიბა-უესტის” ახლოს,მიწების დახვნის დროს და მისი სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს.თავდაპირველი მასა მეტეორიტისა 66 ტონას შეადგენდა,თუმცა დროთა განმავლობაში საკმაოდ მოიკლო,ერთი მხრივ მეცნიერთა მიერ აღებული სამეცნიერო კვლევების და მეორე მხრივ “ვანდალიზმის” შედეგად.ამასთანავე მისი მასის კლება “ეროზიამაც” გამოიწვია.აღსანიშნავია,რომ იგი ყველაზე დიდი ბუნებრივი წარმომავლობის “რკინის ნაჭერია” დედამიწაზე. (ავტორი გენია.ჯი) ზემოთ აღნიშნულ მიზეზთა გამო მისი დღევანდელი წონა არაუმეტეს 60 ტონისაა,ხოლო სრული მოცულობა 9 კვადრატული მეტრია.სპეციალისტთა ვარაუდით იგი დედამიწაზე 80 000 წლის წინათ უნდა ჩამოვარდნილიყო.მიუხედავად იმისა,რომ ასეთი დიდი მასა დაეცა დედამიწას,შემორჩენილი არ არის მის მიერ დატოვებული კრატერის კვალი.მეტეორიტის 84% რკინისაგან შედგება,ასევე იგი შეიცავს მცირე რაოდენობით ნიკელსა და კობალტს.როგორც მეცნიერები ვარაუდობენ,დედამიწაზე დაცემისას მისი წონა არანაკლებ 90 ტონას შეადგენდა.1955 წლის მარტში,ნამიბიის ხელისუფლებამ,იმისათვის,რომ ვანდალური აქტებისაგან დაეცვათ იგი,”გიბას მეტეორიტი” შეიყვანეს ეროვნული ძეგლების ნუსხაში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ 1987 წელს,ფერმის მფლობელმა აღნიშნული მიწა, (ავტორი გენია.ჯი) სადაც მეტეორიტი აღმოაჩინა,ნებაყოფლობით გადასცა სახელმწიფოს და დღესდღეობით იგი ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ადგილად მიიჩნევა ნამიბიაში,რომელსაც ბევრი მეცნიერი და ტურისტი დღემდე აქტიურად სტუმრობს.მათთვის კი დაშვებულია მიუახლოვდნენ მეტეორიტს,შეეხონ ხელით და გადაიღონ ფოტოები. (ავტორი გენია.ჯი)