“საიდუმლო თქმულება მონღოლთა შესახებ”
“საიდუმლო თქმულება მონღოლთა შესახებ” - წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს მონღოლურ ლიტერატურულ და ისტორიოგრაფიულ ძეგლს,რომელიც გახლავთ ძვირფასი წყარო მონღოლთა ისტორიის,მათი ქვეყნისა და მისი დამაარსებლის ჩინგიზ-ყაენის შესახებ.ასევე მასში აღწერილია ცენტრალური აზიის XII-XIII საუკუნეების პოლიტიკური და საერთაშორისო მდგომარეოები. (ავტორი გენია.ჯი) იგი შედგენილ იქნა 1240 წელს,უცნობი მონღოლი ავტორის მიერ და ჩვენამდე მოაღწია,მონღოლური წერილობითი ფორმით – ტრასკრიპიცირებული ჩინური იეროგლიფებით.აღსანიშნავია,რომ ჩინელები მის ჩინურ თარგმანს იყენებდნენ,თავიანთი ელჩებისათვის,რათა მათ შეესწავლათ მონღოლური ენა.მისი ჩინური სახელწოდება სიტყვა-სიტყვით შემდეგნაირად ითარგმნება: “საიდუმლო (საგვარეულო) ისტორია იუანის (მონღოლური) დინასტიისა”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ისტორიული დოკუმენტის ორიგინალი ხელნაწერი,ერთადერთხელ იქნა გაყიდული 1872 წელს,პეკინის სასახლის ბიბლიოთეკიდან და იგი შეიძინა ჩინეთში რუსეთის “სასულიერო მისიის” ხელმძღვანელმა,”არქიმანდიტმა” - პეტრე კაფაროვმა.დღევანდელობაში,აღნიშნული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები თარგმნილ იქნა: ინგლისურ,ფრანგულ,გერმანულ,ესპანურ და სხვა უცხო ენებზე და დაცულია – “მაქსიმ გორკის სახელობის,აღმოსავლეთმცოდნეობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში”. (ავტორი გენია.ჯი)