ფლორესტან I
ტანკრედ ფლორესტან როჯერ ლუის გრიმალდი - იგივე ფლორესტან I,დაიბადა 1785 წლის 10 ოქტომბერს.იგი წარმოადგენდა ვაჟს,”მონაკოს თავადის” ონორე IV-ს და მაზარინის ჰერცოგინიის – ლუიზა დ’ომონტისა.ფლორესტანის უფროსი ძმა გახლდათ მონაკოს პრინცი ონორე V,რომელიც ამავე დროს ტახტზე მისი წინამორბედი იყო.1816 წლის 27 ნოემბერს დაქორწინდა – კაროლინ ჟილბერ დე ლემეცზე (1793-1879 წლები),რომელთან თანაცხოვრებაში შეეძინა ვაჟი – შარლ III და ქალიშვილი – ფლორესტინა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ ფლორესტანი არ განიხილებოდა,როგორც ტახტის მემკვიდრე,მისი ძმის გამოისობით,რომელიც იმ პერიოდში გახლდათ ამ ქვეყნის მმარველი.ახალგაზრდულ ასაკში მუშაობდა “დე ლ’ამბიგუ-კომიკის”,თეატრის მსახიობად,თუმცა მისი ძმის გარდაცვალების შემდგომ 1841 წლის 2 ოქტომბრიდან ადის სამეფო ტახტზე და იღებს ტიტულს “მონაკოს თავადისა”.ცნობილი ფაქტია,რომ რეალური ძალაუფლება ხელთ,მის მეუღლეს ეპყრო,რომელიც დიდი გონებითა და ენერგიულობით გამოირჩეოდა.მან მეუღლესთან ერთად შეძლო,გამკლავებოდა მონაკოს ფინანსურ პრობლემებს და ამ საკითხში ქვეყანა წინ წაეწია.ფლორესტან I,ფაქტიურად საკმაოდ სუსტი მმართველი იყო.XIX საუკუნის შუა ნახევრიდან ევროპაში სიტუაცია ძლიერ დაძაბული იყო,მან გადაწყვიტა,რომ ქვეყანა დემოკრატიული გზით წაეყვანა და ამისათვის ორჯერ ეცადა “კონსტიტუციის” მიღებას,თუმცა ორივე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.მის წინააღმდეგ მოსახლეობის განწყობა არც თუ სახარბიელო იყო,განსაკუთრებით კი მენტონის მოსახლეობა იყო უკმაყოფილოიმის გამო,რომ თავად არ ძალუძდა ქვეყნის საშინაო პრობლემების გადაწყვეტა 1848 წელს,მიიღო გადაწყვეტილება,ტახტზე უარი ეთქვა მისი ვაჟის შარლის სასარგებლოდ,თუმცა უკვე გვიანი იყო. (ავტორი გენია.ჯი) ქალაქებმა მენტონამ და როკებრიუნმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.აღსანიშნავია,რომ ამ მოვლენით მონაკოს სამთავრომ ქვეყნის 80% დაკარგა.1861 წლამდე ამ ქალაქების სტატუსი საერთაშორისო არენაზე დაუდგენელი იყო.ამავე წელს კი მონაკომ,საბოლოოდ ისინი ოფიციალურად გადასცა საფრანგეთს და დღესაც საფრანგეთის ტერიტორიის ქვემდებარედ მიიჩნევა.ფაქტიურად ფლორეტან I-ის მმართველობამ მონაკოს მომავალი,საკმაოდ ბუნდოვანი გახადა.იგი გარდაიცვალა 1856 წელს პარიზში და დაკრძალულ იქნა მონაკოში,წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში.ამ პატარა ქვეყნის ისტორიაში კი შევიდა,როგორც ერთ-ერთი “სუსტი” მმართველის სახელით. (ავტორი გენია.ჯი)