ნოდარ დუმბაძის მოგონებებიდან – “გალაკტიონის” შესახებ…
1945 წელს მეღირსა გალაკტიონთან შეხვედრა.მოგვიანებით ეს შეხვედრა ოდნავი შეცვლილი სახით,რომან “მზიან ღამეში” აღვწერე.კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა გალაკტიონთან და ეს შეხვედრა დიდად ღირშესანიშნავი გახლდათ ჩემთვის. (ავტორი გენია.ჯი) ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვკითხულობდი.
- გამარჯობა ძამიკო, – მომესალმა ზურგს უკან ვიღაც.მოვიხედე,გალაკტიონი იყო (ამ დროისათვის უკვე მცნობდა ბატონი გალაკტიონი).
- გამარჯობა,ბატონი გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად,უნდა ვიყიდო,თქვენც ხომ არ გნებავთ? – ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი.
- წამოდი,ძამიკო,ჩემთან! – გალაკტიონმა მკლავში გამიყარა ხელი და ვერის ბაზრის გვერდით ლუდხანაში შემიყვანა.იმ წიგნის საყიდელ ფულსაც და ზოგ სხვასაც წირვა გამოვუყვანეთ,გალაკტიონმა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა:
“- ლერმონტოვი,პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო,ძამიკო,გალაკტიონი კი ქართულად,მხოლოდ ქართულად”…და მართლაც,რა უზენაესი ბედნიერებაა,როდესაც გალაკტიონს ქართულად კითხულობ, და რა უბედურებაა,როდესაც პუშკინს ვერ კითხულობ რუსულად.
მე თუ მკითხავენ,ვიტყვი: