ჯონ მეიჯორი
ჯონ მეიჯორი დაიბადა 1467 წელს,შოტლანდიის ისტორიული რეგიონის – ლოტიანის აღმოსავლეთით.იგი გახლდათ ერთ-ერთი გამოჩენილი შოტლანდიელი ფილოსოფოსი და ისტორიკოსი,რომელიც წარმომავლობით ღარიბი ოჯახიდან იყო,თუმცა ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯერ კემბრიჯში,ხოლო შემდგომ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.სწავლის დასრულების შემდგომ დარჩა საფრანგეთში,რამდენიმე ხნით,რა დროსაც ლექციებს ატარებდა “პარიზის უნივერსიტეტში”.1518 წელს ბრუნდება სამშობლოში,რათა იქ განაგრძოს პედაგოგიური და ფილოსოფიური მოღვაწეობა.მუშაობას იწყებს,ჯერ “გლაზგოს უნივერსიტეტში”,ხოლო შემდგომ “სენტ-ენდრიუსის” უძველესს უნივერსიტეტში,შოტლანდიის მასშტაბით.იგი გახლდათ შუა საუკუნეების ბოლო ფილოსოფოს-სქოლასტიკი,რომელმაც აღიარება სიცოცხლეშივე მოიპოვა.მან დაამუშავა ტრადიციული ნომინალიზმი. (ავტორი გენია.ჯი) უმთავრესს დოგმად კი მიაჩნდა ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების ხელშეუვალობა.გარდა ფილოსოფიისა,მისი მნიშვნელოვანი ნაშრომები,მიძღვნილ იყო შოტლანდიის ისტორიის,მისი ანალიზისა და შემდგომი განვითარებადი მოვლენებისადმიც. (ავტორი გენია.ჯი) 1521 წელს გამოაქვეყნა “დიადი ბრიტანეთი” და ამ წიგნით,იგი შეიქნა პირველი შოტლანდიელი ისტორიოგრაფი,რომელიც მიზანშეწონილად მიიჩნევდა,შოტლანდიის გაერთიანებას ინგლიისთან,ერთი სახელმწიფოს ფარგლებში.აღნიშნულმა წიგნმა უდიდესი გავლენა იქონია XVI საუკუნესი,შოტლანდიაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე.აღსანიშნავია,რომ აღნიშნული წიგნი – ჯონ მეიჯორმა,დაწერა “აკადემიურ ლათინურ” სტილში,რის გამოც მან ევროპის მასშტაბით აღიარება ვერ მოიპოვა,თუმცა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა იმ პერიოდის შოტლანდიის ისტორიაში.ჯონ მეიჯორი გარდაიცვალა 1550 წელს.მის ნაშრომებს კი აქტუალურობა დღევანდლამდე არ დაუკარგავს. (ავტორი გენია.ჯი)