ისააკ ნიუტონი „ჭეშმარიტების” შესახებ წერდა…
გენიალური ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ფილოსოფოსი და ასტრონომი - ისააკ ნიუტონი (1643-1727 წლები), რომლის სახელიც დაკავშირებულია მეცნიერულ რევოლუციასა და ჰელიოცენტრიზმის განვითარებასთან, ჯერ კიდევ სტუდენტობის ჟამს წერდა თავის დღიურში „ჭეშმარიტების” შესახებ ერთობ პროგრამულ ფრაზას:
„ფილოსოფიაში შეუძლებელია არსებობდეს ბატონი, გარდა – ჭეშმარიტებისა… ჩვენ, ადამიანები ვალდებულები ვართ ოქროსაგან დამზადებული ძეგლები დავუდგათ ისეთ დიდ მეცნიერებს, როგორებიც იყვნენ: კეპლერი, გალილეო გალილეი და რენე დეკარტი. პლატონი – ჩემი მეგობარია, არისტოტელეც ჩემი მეგობარია, თუმცა ჩემი ყველაზე უერთგულესი მეგობარი თავად – ჭეშმარიტებაა, რომლის წინაშეც მუხლის მოყრა არა მარტო ჩემი, არამედ ნებისმიერი ადამიანის ვალდებულებაა”. (ავტორი გენია.ჯი)