იცით თუ არა,რომ

1. პირველი მულტიპიკაციური ფილმი მსოფლიოში გახლავთ,ცნობილი ფრანგი კარიკატურისტის – ემილ კოლის,მიერ შექმნილი და 1908 წლის 17 აგვისტოს ნაჩვენები ნახატი ფილმი,სახელწოდებით: “ფანტასმაგორია”.

2. მსოფლიოში,ყველაზე პოპულარულ გაზეთად მიჩნეულია,იაპონური ყოველდღიური გაზეთი,სახელწოდებით: “The Yomiuri Shimbun”,რომლის ყოველდღიური ტირაჟი არც მეტი და არც ნაკლები 10 მილიონ ეგზემპლარს შეადგენს. (ავტორი გენია.ჯი) მისი პირველი ნომერი გამოცემულ იქნა 1874 წლის 2 ნოემბერს და გამოცემის დღიდანვე,იაპონელი მკითხველის უსაყვარლეს პრესად იქცა.

3. ამერიკის შეერთებული შტატის,მოსახლეობის მხრივ ყველაზე მრავალრიცხოვან შტატატად მიჩნეულია – “კალიფორნიის შტატი”,სადაც 37 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.ამ შტატში კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 92 ადამიანი მოდის.

4. ვეტერინართა და სპეციალისტთა მონაცემებით,მსოფლიოში არსებულ შინაურ კატებს შორის,ყველაზე დიდი აგრესიით – “სიამის კატები” გამოირჩევიან. (ავტორი გენია.ჯი)

5. დღემდე აღმოჩენილ ყველაზე დიდ “ზურმუხტად”,მიჩნეულია მუზოს მუნიციპალიტეტში (კოლუმბია),აღმოჩენილი ზურმუხტი,სახელწოდებით: “ფურა”.იგი იწონის 2 კილოგრამსა და 270 გრამს,რაც 15 000 “კარატის” ტოლსწორია.

6. ყველაზე ძვირადღირებულ “ორდენად” მიჩნეულია,ყოფილ საბჭოთა კავშირში გამოშვებული “გამარჯვების ორდენი”,რომლის წონაც გახლდათ 78 გრამი.აქედან 47 გრამი პლატინა იყო,2 გრამი ოქრო და 19 გრამი ვერცხლი.ამასთანავე,იგი შემკული იყო – 72 მცირე ზომის ბრილიანტით.მისი დიამეტრი სულ 77 მილიმეტრს შეადგენდა.

7. ყველაზე ძვირადღირებულ “შამპუნად” მიჩნეულია,კომპანია “Alterna”-ს,მიერ დამზადებული: “Alterna White Truffle Luxury Alterna”.მისი 300 გრამიანი ფლაკონის ფასი 55 ამერიკული დოლარია.

8. თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ენად მიჩნეულია – “ჩინური ენა”,რომელზეც ჩვენი პლანეტის მოსახლეობის,ყოველი მეოთხე ადამიანი საუბრობს. (ავტორი გენია.ჯი)

9. ყველაზე მაღალ მოდელ ქალად,მიჩნეულია ამერიკელი (კალიფორნია) ფოტომოდელი – ერიკა,ირვინი,რომლის სიმაღლეც – 2 მეტრსა და 5 სანტიმეტს შეადგენს.

10. მსოფლიოში,ყველაზე გავრცელებულ გვარად მიჩნეულია,ჩინური გვარი “ჩანგი”.ამ გვარს სულ დედამიწაზე 104 მილიონი ადამიანი ატარებს.