რობერტ ირვინ ჰოვარდის “სუიციდის” მიზეზი…
რობერტ ირვინ ჰოვარდი (1906-1936 წლები),გახლდათ დიდი ამერიკელი მწერალი-ნოველისტი,”ფენტეზის” ლიტერატურულ ჟანრში.მან,მისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე შექმნა ისეთი ცნობილი ნაწარმოებები,როგორებიც იყო: “შავი სანაპიროს დედოფალი” (დაწერილი 1934 წელს),”დრაკონის საათი” (დაწერილი 1935 წელს) და სხვა ნაწარმოებები.განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა,დიდ ამერიკელ მწერალთან – ჰოვარდ ფილიპს ლევკრაფტან (1890-1937 წლები),რომლის შემოქმედებაც,ისეთივე ჟანრის იყო,როგორიც ჰოვარდისა (მისტიკა და ფენტეზი).ამასთანავე აღსანიშნავია ისიც,რომ ლევკრაფტი გახლდათ ის მწერალი,რომელმაც სათავე დაუდო “კტულხუს მითოლოგიას”,რომლითაც ძლიერ მოიხიბლა რობერტ ირვინ ჰოვარდი.თუმცა ცნობილია,რომ თავად ჰოვარდიც არაერთი გამოგონებული პერსონაჟის ავტორი იყო და მისი ნაწარმოებები დიდი მოწონებით სარგებლობდა მკითხველში.ასევე ცნობილი ფაქტია მისი ბიოგრაფიიდან ისიც,რომ რობერტი იარაღის დიდი მოყვარული გახლდათ და ყოველთვის ატარებდა მას,რის გამოც “იარაღიან ბობისაც” უწობდნენ.თავისუფალ დროს,ცარიელი კონსერვის ქილებზე სროლაში ვარჯიშობდა.ყველაზე მთავარ და უმნიშვნელოვანეს ადამიანად მას დედა მიაჩნდა და მათი უდიდესი სიყვარულის ამბავი საქვეყნოდ ცნობილი იყო.რობერტი დედის მიმართ განსაკუთრებულად მორიდებული იყო და მას აღმერთებდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთდაერთი ადამიანი,რომელთანაც მას საათობით შეეძლო ესაუბრა,სწორედ დედა იყო და 1935 წელს,მაშინ როდესაც ოპერაციის შემდეგ იგი “კომაში” ჩავარდა,რობერტისათვის სრული “ჯოჯოხეთი” დაიწყო.მთელ დღეებსა და ღამეებს მამასთან ერთად საავადმყოფოში ატარებდა.გარდა მამისა და რობერტისა,მისი მეგობრებიც (რომლებმაც იცოდნენ დედა-შვილის განსაკუთრებული სიყვარულის შესახებ) ყოველდღიურად მორიგეობდნენ ავადმყოფის პალატასთან.ამ პერიოდებში რობერტს ძალიან მცირე დროით ეძინა,სვამდა ძალიან ბევრ ყავას და ძლიერ “დეპრესიაში” იმყოფებოდა. (ავტორი გენია.ჯი) რაც დრო გადიოდა,უფრო უარესდებოდა ავადმყოფის მდგომარეობა და 1936 წლის 11 ივნისის დილით,მან შეიტყო,რომ დედამისის გამოჯანმრთელების აღარანაირი იმედი აღარ არსებობდა.ამ საზარელი ამბის გაგების შემდეგ,რობერტი გადის ქუჩაში,ჯდება მანქანაში და იმ იარაღით,რომელსაც მუდამ თან ატარებდა საფეთქლის არეში გასროლას ანხორციელებს.მიუხედავად იმისა,რომ სიახლოვეს მამა,მეგობრები და ექიმებიც იმყოფებოდნენ,მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.ასე დაასრულა ცხოვრება დიდმა მწერალმა და დიდმა ადამიანმა – რობერტ ირვინ ჰოვარდმა,რომლის ნაწარმოებებსა და ბიოგრაფიას დღესაც დიდი ინტერესით ეცნობა მკითხველი. (ავტორი გენია.ჯი)