ფრანც პეტერ შუბერტი – “ეპიზოდი”
გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი,9 სიმფონიის,600 სიმღერის,უამრავი რაოდენობის კამერული და სოლო საფორტეპიანო მუსიკის ავტორი – ფრანც პეტერ შუბერტი,1828 წლის 19 ნოემბერს,შუადღის 3 საათზე გარდაიცვალა.მანამდე კი,გარდაცვალების წინა დღით იგი მისმა ერთ-ერთმა უახლოესმა მეგობარმა ბაუერნფელდმა ინახულა.მისი გადმოცემის თანახმად შუბერტი გაუნძრევლად იწვა,უჩიოდა სისუსტეს,თავის ტკივილს,თუმცა მიუხედავად ამისა მაინც ნათელ გონებაზე იყო.გარდაცვალების დღეს კი იგი დილიდანვე ბორგავდა,ცდილობდა რომ საწოლიდან წამომხტარიყო და ეჩვენებოდა,რომ ცოცხლად დამარხეს.ფაქტიურად შუბერტი ამ დროს “აგონიაში” იმყოფებოდა.(ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ რაც მისი დარწმუნება დაიწყეს,რომ ის სახლში იყო და არავინ უპირებდა ცოცხლად დამარხვას,უცაბედად წარმოთქვა: ” – არა,ტყუილია… აქ ბეთჰოვენი არ წევს…” როდესაც სრულიად ახალგაზრდა,31 წლის დიდი კომპოზიტორი – ფრანც პეტერ შუბერტი,რომელიც სიცოცხლის ბოლომდე დაუფასებელი იყო,ორკვირიანი ცხელების შედეგად აღესრულა,დაკრძალულ იქნა,ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მდებარე ვერინგის სასაფლაოზე,გენიალური გერმანელი კომპოზიტორის – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფლავის გვერდით.(ავტორი გენია.ჯი) 1863 წელს,შუბერტისა და ბეთჰოვენის ცხედრებს ექსჰუმაცია ჩაუტარდა,რის შემდეგაც 1888 წელს სამუდამო განსასვენებელი ჰპოვეს “მუსიკოსთა ხეივანში”,ვენის ახალ ცენტრალურ სასაფლაოზე.ფრანც პეტერ შუბერტის საფლავის ქვაზე კი ამოკვეთილ იქნა,მისივე მეგობრის,ცნობილი ავსტრიელი მწერლის – ფრანც გრილპარცერის შემდეგი სიტყვები: ”აქ მუსიკამ დაკრძალა არა მარტო მდიდარი საგანძური,არამედ უამრავი იმედიც. აქ განისვენებს ფრანც შუბერტი (1797-1828 წლები)”.