ფრანც გუნარ ბენგსტონი – “ეპიზოდი”

ფრანც გუნარ ბრეგსტონი (1894-1954 წლეები),გახლდათ ერთ-ერთი გამოჩენილი შვედი მწერალი,ესეისტი და პოეტი,რომელიც ავტორია გახმაურებული ისტორიული რომანისა,სახელწოდებით: “წითური ორმი”.აღნიშნული რომანის პირველი ნაწილი გამოიცა 1941 წელს,ხოლო მეორე ნაწილი 1945 წელს.რომანში აღწერილია შვედი ვიკინგის თავგადასავალი სკანდინავიაში. (ავტორი გენია.ჯი) 1941 წელს,მაშინ როდესაც აღნიშნული რომანის პირველი ნაწილი გამოიცა,”ნორვეგიის საოკუპაციო რეჟიმმა” – ფრანცს შესთავაზა,რომანის ნორვეგიულ ენაზე გამოცემა და საკმაოდ დიდი “ჰონორარის” გადახდა,თუმცა მასში უნდა შეეტანა რამდენიმე ცვლილება და შესწორება.კერძოდ საქმე ეხებოდა,რომანში მოყვანილ ებრაელ “იუველირს” – სოლომონს,რომელიც

“ნორვეგიის ფაშისტური ხელისუფლებისათვის”,როგორც ებრაელი პერსონაჟი,მიუღებელი გახლდათ.ამიტომ შვედურმა ბეჭდვითმა საგამომცემლო სახლმა და მისმა ხელმძღვანელმა – რაგნარ სვანსტრიომმა (იგი გახლდათ,ფრანცის ნაწარმოებების გამომცემელი და მისი ახლობელი ადამიანი,რომელსაც ნორვეგიიდან მიუვიდა თხოვნა,გაეგო მწერლის მოსაზრება,მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე რომანის თარგმნის შესახებ,იმ ფორმით რომელიც ზემოთ ავღნიშნეთ). (ავტორი გენია.ჯი) გაბრაზებულმა და შეურაცყოფილმა – ფრანც გუნარ ბრეგსტონმა,რაგნარს შემდეგი სახის პასუხი დაუბრუნა:
 
“არც,ერთ მძიმესა და წერტილს არ შევცვლი.ამაზე საუბარიც კი ამორალურია.მითუმეტეს არ ამოვიღებ ნაწარმოებიდან,ებრაელ სოლომონს და ვერც ვერავინ გაბედავს ჩემს გარეშე რომანში ცვლილებების შეტანას.ერთი სიტყვით,უარს ვაცხადებ რომანი “წითური ორმი” თარგმნილ იქნას ნორვეგიულ ენაზე,მანამ,სანამ ეს კრეტინები და დამნაშავეები არ შეწყვეტენ ბეჭთვით-საგამომცემლო საქმიანობას და საერთოდ ყველანაირ საქმიანობას,რაზეც კი ხელი მიუწვდებათ”. (ავტორი გენია.ჯი)