“ნკოპეს კულტურა”

“ნკოპეს კულტურა” - წარმოადგენს პირველ “მიწათმოქმედთა” კულტურას სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის კონტინენტის,რომელიც არსებობდა 250-1000 წლებში ჩვენი წელთაღრიცხვისა.იგი თანამედროვე აფრიკული ქვეყნების – მალავის,ზამბიის აღმოსავლეთით და მოზამბიკის ტერიტორიებზე იყო გავრცელებული და ამ კულტურის მატარებელი ხალხი განეკუთვნებოდა “ბანტუს” ენაზე მოლაპარაკე ხალხთა ჯგუფს.ამ კულტურისათვის უმთავრესი დამახასიათებელი გახლდათ მიწათმოქმედება და კერამიკისაგან სხვადასხვა საგნების დამზადება,მათ შორის ჭურჭლის,რომლის კიდეები უჩვეულოდ დიდი ზომებისაგან გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული კულტურის შესწავლა,ცნობილმა არქეოლოგმა და ისტორიკოსმა – კიტ რობინსონმა,1968 წელს დაიწყო თანამედროვე მალავის ტერიტორიაზე.აღსანიშნავია,რომ მეორე ისტორიკოსი და არქეოლოგი – თეოდორ ჰუფმანი “ნკოპეს კულტურას”,აიგივებდა ზიმბაბვეს სხვა კულტურებთან და მათ შორის მონომიტაპას სამეფოს კულტურასთანაც კი. (ავტორი გენია.ჯი) არქეოლოგიური კვლევებისას,აღმოჩენილ იქნა საკმაოდ დიდი დასახლებების ნაშთები და ქვის ბეღლები,რომლებშიც მარცვლეულს ინახავდნენ.აღმოჩენილი ნივთებისაგან,გაკეთდა დასკვნები,რომ ნკოპეს ხალხი საკმაოდ კარგი მიწათმოქმედები,მეთევზეები,მონადირეები და ხელოსნები იყვნენ.ამასთანავე საკმაოდ კარგად ჰქონდათ განვითარებული სავაჭრო ურთიერთობები მეზობელ ხალხებთან.მოპოვებულ ნივთებს შორის არსებობს რკინისაგან დამზადებული სხვადასხვა ნაკეთობები,თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით,რაც ხაზს უსვამს იმ პერიოდში ამ მეტალის იშვიათობას და მის დიდ ფასს,რის გამოც “ნკოპეს კულტურა” ძირითადად მოიხმარდა ქვის ნაკეთობებს.საბოლოო ჯამში მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე,რომ აღნიშნული კულტურა,მიუხედავად მისი ახლო ურთიერთობისა სხვა მეზობელ კულტურებთან,მაინც განცალკევებულ კულტურად მიეჩნიათ და ეწოდებინათ მისთვის – “ნკოპეს კულტურა”. (ავტორი გენია.ჯი)