უილიამ ბუგერო – “მწყემსი ქალი”
“მწყემსი ქალი” - განეკუთვნება უდიდესი ფრანგი მხატვრისა და “აკადემიზმის” თვალსაჩინო წარმომადგენლის - უილიამ ბუგეროს (1825-1905 წლები),მიერ შექმნილ გენიალურ ტილოთა რიცხვს,რომელიც მხატვარმა 1889 წელს დახატა.სურათზე “ნატიფად” გამოსახულია გლეხის ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა მწყემსი გოგონა,რომელსაც მხარზე კეტი აქვს გადებული,ხოლო მის უკან მოჩანს სოფლის პეიზაჟი ქედებითა და მობალახე ძროხებით. (ავტორი გენია.ჯი) “ფილბრუკის მუზეუმს” (ქალაქი ტულსა ამერიკაში,ოკლაჰომას შტატი),აღნიშნული ტილო,1947 წელს გადასცა,ერთ-ერთმა ამერიკელმა სასტუმროს მფლობელმა და კოლექციონერმა – ლაურა კლაბმა,სხვა შედევრებთან ერთად და მას შემდეგ იგი ამ მუზეუმის კერძო კოლექციშია დაცული.სურათის ზომები სიმაღლეში 159 სანტიმეტრია,ხოლო სიგანეში 90 სანტიმეტრი.უილიამ ბუგეროს – “მწყემსი ქალი”,გახლდათ უმთავრესი ექსპონატი 2006-2007 წლების გამოფენებისა,რომლებიც გაიმართა: ტულში,პიტსბურგში,პენსილვანიასა და ფლორიდაში.აღსანიშნავია,რომ აღნიშნული მოტივით – უილიამ ბუგეროს შექმნილი აქვს კიდევ რამდენიმე ნამუშევარი,რომელთა სახელწოდებებია: “პატარა მწყემსი გოგონა”,შექმნილი 1891 წელს და “ახალგაზრდა მწყემსი ქალი”,შექმნილი 1895 წელს. (ავტორი გენია.ჯი)