ოსორკონ I

ოსორკონ I გახლდათ უძველესი ეგვიპტის ფარაონი ჩვ.წ.აღ-მდე 924-889 წლებში),ეგრეთწოდებულ “ლიბიელთა XXII დინასტიიდან”.გარდა ამისა,იგი წარმოადგენდა ვაჟს ეგვიპტის ფარაონის შესონკ I-სა და მისი მთავარი ცოლის მაათ-კარასისა.ოსორკონის სრული სახელი გახლდათ – სეკჰემკჰეპერა მიამუნ ოსორკონ I. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიული ფაქტია,რომ თავისი მმართველობის პირველ სამ წელიწადში,ძველეგვიპტურ ტაძრებს 254 ტონა ოქრო და ვერცხლი შესწირა.აღნიშნული ფაქტი კი მეტყველებს იმ დროინდელი ეგვიპტის უდიდესს სიმდიდრეზე,რომელთაც ფლობდნენ “ფარაონები”. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ მისი მმართველობის დასაწყისშივე,ეგვიპტემ დაკარგა “ნუბიის” ისტორიული მხარე.იმისათვის რომ მას თავისი ძლევამოსილება და ქვეყნის სიძლიერე განემტკიცებინა – ჰერაკლეოპონში ააგო მძლავრი ციხესიმაგრე ელ-ფაიუმის ოაზისთან ახლოს,რომელსაც “ოსორონკას სახლი” უწოდეს.მისი პოლიტიკა,ისევე როგორც მამამისის,საკმაო აგრესიულობით გამოირჩეოდა,თუმცა ფაქტია,რომ პალესტინაში მისი ჯარების შესვლა მარცხით დასრულდა.”ბიბლიის” თანახმად,მას შემდეგ რაც იუდეის მეფე – ასა,10 წლის მანძილზე განაგებდა ქვეყანას,მის სამეფოში შემოიჭრა ეთიოპელებისა და ეგვიპტელების უზარმაზარი არმია ოსორკონის მეთაურობით,თუმცა დაამარცხეს მარისთან,რითაც ახლოვდებოდა  ეგვიპტის უძლეველობის მითის დამსხვრევა.ოსორკონს ორი ცოლი ჰყავდა.ერთ-ერთი მეუღლიდან,რომელსაც სახელად ტაშედჰონსუ ერქვა,შეეძინა ვაჟი,სახელად – ტაკელოტა (ეგვიპტის შემდგომი ფარაონი).15 წლოვანი ერთპიროვნული მმართველობის შემდგომ,ოსორკონმა – ტაკელოტს გადასცა სხვადასხვა უფლებები სახელმწიფოს მართვისა (ისტორიაში შევიდა,როგორც ეგვიპტის ფარაონი – ტაკელოტ I).მეორე მეუღლისაგან კი შეეძინა ქალიშვილი,სახელად – ფსუსენესი (ისტორიაში შევიდა,როგორც ეგვიპტის ფარაონი – ფსუსენეს II).ოსორკონ I გარდაიცვალა 36 წლოვანი მმართველობის შემდგომ ძვ.წ.აღ-ით 889 წელს.მისი აკლდამა,მიუხედავად არქეოლოგთა დიდი მონდომებისა,დღემდე აღმოუჩენელია. (ავტორი გენია.ჯი)