ვახუშტი კოტეტიშვილი – “კაფია”
ლექსო,ეს ჩემი სიტყვები
არ გახლავთ სახუმარონი.
მე ხომ შენს გვერდით ისე ვარ,
როგორც მოსესთან არონი.
მტრები ვერაფერს გვიზამენ,
გინდაც გვითხარონ ხარონი,
ისეთ კაფიებს ვაჯახებთ,
გავხადოთ სახარხარონი,
თავის სიტყვები გაირჭონ,
როგორც სიმინდის ტარონი.
შენ კაფიების ლორდი ხარ,
მე შაირების ბარონი!