საად იბნ აბუ ვაკასი – “ეპიზოდი”
პირველი მუსულმანი ისტორიაში,რომელმაც “ისლამის” დასაცავად “უცხოთა” სისხლი დაღვარა იყო - საად იბნ აბუ ვაკასი (VII საუკუნეში).იგი გახლდათ “კურაიშიტთა” უძველესი მოდგმის ხალხის წარმომადგენელი,რომელთაც 440-550 წლებში მთლიანად დაიკავეს მექასა და ქააბის მიმდებარე ტერიტორიები (არის ცნობები,რომ ამ ხალხის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო “წინასწარმეტყველი მუჰამედიც”). (ავტორი გენია.ჯი) იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ პირველ ადამიანს,რომელმაც “ისლამი” მიიღო და ამ პერიოდისათვის მისი ასაკი 17 წელს შეადგენდა.აღსანიშნავია,რომ საადი დღემდე მოხსენიებულია,სხვა ცხრა ყველაზე “საპატიო” მიმდევართა შორის წინასწარმეტყველის – მუჰამედისა.614 წელს,მაშინ როდესაც მუსულმანთა რაოდენობა ძალიან მცირე იყო,მექას (საუდის არაბეთში,მექას პროვინციის დედაქალაქი.თანამედროვე მუსულმანთა უწმინდესი ადგილი),სიახლოვეს ლოცვისთვის მომზადებულებს,რომელთა შორის საადციც იმყოფებოდა,რამდენიმე ჯგუფი “წარმართებისა” მიეახლათ და დაცინვა დაუწყეს. (ავტორი გენია.ჯი) ამ მოვლენას მათ შორის ხელდახელ ჩხუბი მოჰყვა,რა დროსაც – საად იბნ აბუ ვაკასმა ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს,აქლემის ყბის ძვლით,სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.ამ ამბის შემდგომ საადი მექადან – მედინაში გადავიდა და წინასწარმეტყველის – “მუჰამედის”,ერთ-ერთი უერთგულესი მიმდევარიც გახდა.დღემდე მისი სახელი მუსულმანურ სამყაროში მიჩნეულია,როგორც პირველი მუსულმანი,რომელმაც დაღვარა სისხლი “ისლამის” დასაცავად. (ავტორი გენია.ჯი)