“ლანსანგის სამეფო”
“ლანსანგის სამეფო” - გახლდათ ისტორიაში პირველი გაერთიანებული ლაოსური ფეოდალური სამეფო,რომელსაც მოიხსენიებდნენ,როგორც: “სამეფო მილიონი სპილოსა და თეთრი ქოლგისა”.დღესდღეობით კი თანამედროვე ლაოსს მოიხსენიებენ,როგორც “ქვეყანა მილიონი თეთრი სპილოსი”.XIV საუკუნის შუანახევარში,თანამედროვე ლაოსის ტერიტორიაზე მრავალი სამთავრო არსებობდა,რომელთა ნაწილი განიცდიდა ან “კჰიმერთა სამეფოების” გავლენას,ან კიდევ “სუკჰოტაის სამეფოებისა”. (ავტორი გენია.ჯი) ფა ნგუმი (1316-1373 წლები),რომელიც მიიჩნევა პირველი ლაოსური სახელმწიფოს ფუძემდებლად კჰმერების სასახლის კარზე აღიზარდა,რადგან მამამისი “პრინცი”,გაძევებულ იქნა თავისი ქვეყნიდან მიონგების მიერ.აქვე ქორწინდება იგი კჰმერების მეფის ქალიშვილზე და 1349 წელს,მათი ჯარების დახმარებით,რომელშიც 10 000 მებრძოლი შედიოდა,შეიჭრა ლაოსის ტერიტორიაზე.თავდაპირველად დაიკავა ლაოსის სამხრეთი ნაწილი,რის შემდეგაც წინ წაიწია აღმოსავლეთისაკენ და ვიეტნამის ტერიტორიაზეც კი გადავიდა,თუმცა ვიეტებსა და მას შორის მოლაპარაკებების შედეგად დატოვა ამ ქვეყნის ტერიტორია და გადაინაცვლა ჩრდილოეთ ლაოსის ტერიტორიაზე.1353 წელს – ფა ნგუმმა შექმნა პირველი ლაოსური ფეოდალური სამეფო,რითაც სათავე დაუდო თანამედროვე ლაოსის ჩამოყალიბებას და ხდება პირველი მეფე ამ ქვეყნისა.სახელმწიფოს კი “ლანსანგის სამეფო” ეწოდა.1354 წელს ნგუმუ გადავიდა მდინარე მეკონგზე და დაიკავა სანას სამთავრო,რომელიც მისი სამეფოს შემადგენლობაში მოაქცია.1356 წელს,მისმა ჯარებმა ბრძოლა გამართეს ვიეტნამელებთან და ამ ბრძოლაში ფა ნგუმმა მოკლა ვიეტნამელთა მთავარი,მათი ჯარი კი გაანადგურეს.1357 წელს კი შეიჭრა აიუტიაში,რა დროსაც რამა ტიბოდი I-თან დადო ხელშეკრულება და დასაჩუქრებულ იქნა ძვირფასი საჩუქრებით.ფა ნგუმი,რომელიც ერთ-ერთ უდიდესს სახელმწიფო მოღვაწედ მიიჩნევა დღემდე ლაოსში,გარდაიცვალა 1373 წელს. (ავტორი გენია.ჯი) 1622-1637 წლებში სამეფოში დაიწყო ბრძოლა სხვადასხვა დინასტიებს შორის ბრძოლები და იგი შეწყვეტილ იქნა სულინგა ვონგეს მმართველობის პერიოდში.ამავე დროს ლანსანგას სამეფოს დიდი გამოწვევები დაუდგა ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად,მეზობელ სამეფოებთან.მიუხედავად ამისა,ამავე პერიოდში იწყება სავაჭრო კავშირები სხვადასხვა ქვეყნებთან,მათ შორის ევროპულ სახელმწიფო – ნიდერლანდებთანაც.სულინგა ვონგსეს გარდაცვალების შემდგომ “ლანსანგას სამეფო” სამ ნაწილად დაიშალა,რომელთა სახელწოდებები იყო: ლუაგჰაპანგი,ვენტიანი და ტიამპასაკი.შემდგომში კი რამდენიმე სამთავროც გამოეყო მას.საბოლოოდ “ლანსანგის სამეფო” დაიშალა და გარკვეული პერიოდის შემდეგ მის ბაზაზე ჩამოყალიბდა თანამედროვე ლაოსის სახელმწიფო. (ავტორი გენია.ჯი)