“ჰესპერორნისი”
“ჰესპერორნისი” - წარმოადგენს გადაშენებულ ფრინველთა სახეობას,რომელიც ბინადრობდა გვიანდელ ცარცულ პერიოდში,რომელიც დედამიწაზე დაიწყო 145 მილიონი წლის წინათ და დასრულდა 66 მილიონი წლის წინ.სიმაღლით ისინი 1,5 მეტრიდან – 2 მეტრამდე იზრდებოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ფრთები სხვა ფრინველებისაგან განსხვავებით, ძალიან მცირე ზომის ჰქონდათ და ფრენა არ შეეძლოთ.გააჩნდათ დიდი ნისკარტი,სადაც განთავსებული ჰქონდათ კბილები,აპკოვანი ფეხები და ძირითადად იკვებებოდნენ თევზის სხვადასხვა სახეობებით.ჰესპერორნისები გამოირჩეოდნენ კარგი ცურვით და ძირითად დროსაც წყალში ატარებდნენ,ხმელეტზე კი ისინი მხოლოდ “ხოხავდნენ”.მათ ძირითად საცხოვრებელ ადგილად ზღვის სანაპიროები მიიჩნეოდა,თუმცა არის მოსაზრება,რომ “მტკნარი წყლის” ახლოსაც ბინადრობდნენ. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად “ჰესპერორნისების” შესახებ,ცნობები მოგვაწოდა დიდმა ამერიკელმა პალეონთოლოგიისპროფესორმა – გონოფილ ჩარლზ მარშმა (1831-1899 წლები), XIX საუკუნეში და მათი ნაშთები არმოჩენილ იქნა ამერიკისა და რუსეთის ტერიტორიებზე.სულ “ჰესპერორნისების” 9 სახეობა იყო გავრცელებული,მათ შორის 8 ამერიკული და ერთი რუსული.აღნიშნული ფრინველი არაერთ კინოფილმში იქნა გამოყვანილი,მაგალითად ისეთ სერიალებში,როგორებიცაა: “პორტალი იურული პერიოდისა” და “მოგზაურობა ზღვის ურჩხულებთან”. (ავტორი გენია.ჯი)