ხოსე ხულიან მარტი ი პერესი – “ეპიზოდი”
ხოსე ხულიან მარი ი პერესი (1853-1895 წლები),გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი კუბელი რევოლუციონერი და მწერალი,რომელიც იბრძოდა კუბის განთავისუფლებისათვის ესპანელთა კოლონიზატორებისაგან.იგი დღემდე “მიიჩნევა კუბის ეროვნულ გმირად” და მას ხალხმა ზედსახელად “თავისუფლების მოციქული” უწოდა.ლიტერატურულ წრეებში კი მოიხსენიებენ,როგორც “კუბური მოდერნიზმის მამა”.მისი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ფრაზაა:
“სამშობლო ის საკურთხეველია,რომლის წინაშეც ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია მუხლი მოიყაროს”.
კუბის ისტორიაში,მას შემდეგ რაც იგი გარდაიცვალა,უამრავი მთავრობა შეიცვალა.იყვნენ,როგორც “პროამერიკული” მთავრობები,ასევე დღემდე არიან “კომუნისტები”.უამრავჯერ განხორციელდა ფულად-საკრედიტო რეფორმები,რასაც კუბის ფულადი ერთეულების შეცვლა ახლდა თან,მიუხედავად ამისა,აზრად არავის მოსვლია,რომ მისი პორტრეტი,რომელიც გამოსახული იყო ერთ პესოიან კუბურ ნომინალზე,ამ ქვეყნის ერთ პესოიან ნომინალზე შეეცვალათ და იგი დღემდეა მასზე გამოსახული. (ავტორი გენია.ჯი) ხოსეს სახელის საპატივცემულოდ ეწოდა ერთ-ერთ კრატერს პლანეტა მერკურიზე “ხოსე მარტის კრატერი”.1951 წლის 30 ივნისს,მაშინ როდესაც ქვეყანას განაგებდა “დიქტატორი” ფულხენსიო ბატისტა-ი-სალდივარი (1901-1973 წლები),მის საფლავზე სანტა-იფიგენიაში,საზეიმოთ იქნა გახსნილი ხოსე მარტის “მავზოლეუმი”,რომლის სიმაღლე 24 მეტრია და დღემდე ყველაზე “ნახვადი” ადგილია მთელ კუბაზე.ხოსე ხულიან მარტი ი პერესის “მავზოლეუმთან”,დგას კუბის არმიის “საპატიო ყარაული”,რომელიც ყოველ ერთ საათში იცვლება და ამ პროცესიას უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს. (ავტორი გენია.ჯი)
ხოსე ხულიან მარტი ი პერესის პორტრეტი – ერთცენტიან კუბურ პესოზე
ხოსე ხულიან მარტი ი პერესის “მავზოლეუმი”