კიმ ჩენ ირის შესახებ…

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ კორეა) ყოფილი მეთაური,კორეის შრომითი პატიის გენერალური მდივანი,ქვეყნის მათავარი მხედართმთავარი და “დიდი ბელადის” კიმ ირ სენის ვაჟი - კიმ ჩენ ირი (1941-2011 წლები),რომელსაც “მარადიული პრეზიდენტის” ტიტულიც ჰქონდა მინიჭებული,წლების მანძილზე “პიროვნების კულტად” იქცა ამ ქვეყანაში,ისევე,როგორც მამამისი.მისი სურათები გამოფენილი იყო და არის,ჩრდილოეთ კორეის აბსოლუტურად ყველა საზოგადოებრივ დაწესებულებაში და კერძო სახლებში,ხოლო მისი კრიტიკისათვის ნებიმიერი ადამიანი ისჯება  ციხითა და “საკონცენტრაციო” ბანაკებით,რომლების საკმაოდ მრავლადაა იმ ქვეყანაში. (ავტორი გენია.ჯი) 1980-იან წლებში კიმჩენ ირის ავტობიოგრაფია,ისევე,როგორც მამამისის ბიოგრაფია,ამ ქვეყნის სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში “ოფიციალურად” იქნა შეტანილი შესასწავლად მომავალი თაობებისათვის.აღსანიშნავია ისიც,რომ ნებისმიერი სახელმძღვანელო,ან სტატია ჟურნალ-გაზეთებში – კიმ ჩენ ირის ციტატებით იწყება,ხოლო ყოველთვის მის სახელს ჩრდილოკორეული გამომცემლები,სპეციალურად დიდი ასოებით ბეჭდავენ.მისი დაბადების დღე კი ისეთივე “ეროვნულ დღესასწაულად” არის მიჩნეული,როგორიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობაა და მას უძღვნიდნენ ლექსებს,ნაწარმოებებს,ფეიერვერკებს და სხვა საზეიმო ცერემონიებს.ჩრდილოეთ კორეაში დღემდე მიიჩნევენ,რომ იგი იყო დიადი კომპოზიტორი და მის სახელს მიაწერენ 6 ოპერის დაწერას,რომლებიც ორი წლის მანძილზე იქნა შექმნილი. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა მის ნაშრომებად მიჩნეულია წიგნები,სახელწოდებებით: “კინო-ხელვნების შესახებ”,”ჩუჩხეს იდეების შესახებ” და ასე შემდეგ.კიმ ჩენ ირს მიიჩნევენ,ამ ქვეყანაში ცნობილი “ჩუხჩეს კოშკის” არქიტექტორად,რის გამოც იგი ერთ-ერთ უდიდეს ხელოვნადაც მოიხსენიება.ამასთანავე მისი “განუზომელი ინტელექტის” შესახებ უამრავი ლეგენდა დადიოდა.კიმ ჩენ ირი მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში “იტარ-ტასის” ჟურნალისტთან აღნიშნავდა:

“დილით ადრე ვდგები და ვავარჯიშებ გონებას,რათა მეხსიერება ყოველთვის საუკეთესო ფორმებში მქონდეს.ეს კი ჩემთვის ყველაზე ნაყოფიერი სამუშაო და საყვარელი საქმეა.მიყვარს წიგნების კითხვა და მუსიკის მოსმენა,რომლებიც ჩემი გონების ერთ-ერთ “საკვებად” მიმაჩნია და საერთო ჯამში,იგი გახლავთ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი,თუმცა შესაძლოა ითქვას კიდეც,რომ “მთელი ჩემი ცხოვრება”. (ავტორი გენია.ჯი)