რობერტ ბიორტონი – “მელანქოლიის ანატომია”
“მელანქოლიის ანატომია” - ინგლისურად “The Anatomy of Melancholy”,წარმოადგენდა ყველაზე ღირშესანიშნავ წიგნს ინგლისური პროზისა – “ბაროკოს ეპოქაში”.მისი ავტორი გახლდათ,გამოჩენილი ინგლისელი მწერალი,მეცნიერი და სასულიერო პირი,რომელსაც “ინგლისელ მონტენადაც” მოიხსენიებდნენ - რობერტ ბიორტონი (1577-1640 წლები),რომელმაც აღნიშნული წიგნი თავდაპირველად გამოაქვეყნა 1621 წელს,ფსევდონიმით – დემოკრიტე (უმცროსი) და აღსანიშნავია,რომ აღნიშნული წიგნისთვის მასალებს იგი გარდაცვალებამდე აგროვებდა. (ავტორი გენია.ჯი) გიგანტური წიგნი “მელანქოლიის ანატომია”,შედგება 900 გვერდისაგან და იყოფა სამ ნაწილად.პირველი ნაწილი განანსხვავებს და აღწერს მელანქოლიის სხვადსხვა ტიპებს,რომლებიც იწვევდა დეპრესიას და დაავადებებს; მეორე ნაწილი ეხება,მათი განკურნების სხვადასხვა საშუალებებს,ხოლო მესამე ნაწილი კი ანალიზირებას უკეთებდა სასიყვარულო და რელიგიურ მელანქოლიებს.აღნიშნული წიგნი წარმოადგენს “ენციკლოპედიური” ხასიათის მქონე ნაშრომს,რომელიც 1621 წლის გარდა,კიდევ იქნა გამოცემული 1676-1800 წლების პერიოდებში და დიდი გავლენა იქონია სამედიცინო განხრითაც.მიუხედავად მისი სამჯერ გამოცემისა,იგი ერთ-ერთ უიშვიათესი წიგნების სახეობას განეკუთვნებოდა და განეკუთვნება დღესაც. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ “მელანქოლიის ანატომია” იქცა,მრავალი ცნობილი ადამიანის “სამაგიდო წიგნადაც”,მაგალითად ისეთი დიადი ინგლისელი პოეტისათვის,როგორიც იყო – ჯონ კისტი (1795-1821 წლები).რობერტ ბიორტონის შემოქმედების დიდი მოყვარული გახლავთ ასევე,გამოჩენილი არგენტინრლი პროზაიკოსი – ხორხე ლუის ბორხესი,რომელიც დღემდე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს “მელანქოლიის ანატომიას”. (ავტორი გენია.ჯი)