ლეონ ბატისტა ალბერტი – “ღმერთის და ადამიანის” შესახებ…
“ბუნებამ,იგივე ღმერთმა – ადამიანში ჩადო ისეთი ღვთაებრივი და ზეციური ელემენტები,ისეთი შეუდარებლად ლამაზი და კეთილშობილი გრძნობები,თავად სიკვდილსაც,რომ აღემატება კიდეც.მან მიანიჭა ადამიანს ტალანტი სწავლის შესაძლებლობისა; გონება ანუ “ღვთაებრივი თვისება”,რომლის მეშვეობითაც შეუძლია გამოერკვეს,განასხვაოს და შეიცნოს,რას უნდა უფრთხოდეს ან რას უნდა მიჰყვეს,იმისათვის,რომ საკუთარი თავი შეინარჩუნოს. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი დიადი და შეუფასებელი “ღვთაებრივი საჩუქარი”,გახლავთ ადამიანის სულის ზომიერების საზომი,რომელსაც შესწევს უნარი,წინააღმდეგობა გაუწიოს საკუთარ ვნებებსა და განუზომელ სურვილებს.ამასთანავე დაეუფლოს სირცხვილის და მორიდების გრძნობები,რაც ადამიანის დამსახურებულ ღირსებად შეიძლება ჩაითვალოს.გარდა ამისა,ღმერთმა მათ მისცა საშუალება ერთმანეთთან კონტაქტისა,რომელიც საშუალებას იძლევა ერთად თანაცხოვრებისა ისე,რომ ერთმანეთს არაფერი ავნონ.შემოქმედმა დააჯილდოვა ადამიანი ისეთი უნარებით,რომელსაც შეუძლია – სიყვარული,გულუხვობა,სამართლიანობა და მართლმსაჯულება. (ავტორი გენია.ჯი) ღმერთმა ადამიანშივე ჩადო ელემენტი,რომელსაც ძალუძს გადაიტანოს უდიდესი სულიერი ტკივილი,ფიზიკური შრომა,ყოველგვარი უბედურება,ყოველგვარი დარტყმა ბედისა და გაუმკლავდეს მათ,ისე,რომ თვით სიკვდილისაც არ შეეშინდეს… ამიტომ იყავით დარწმუნებული,რომ ადამიანი იბადება არა იმისათის,რომ იგი მწუხარებით შემოსილიყო,არამედ იმისათვის,რომ ემუშავა გრანდიოზულ იდეებზე და მისივე ნაშრომით,თავადვე მოეპოვებინა ბედნიერება.ამიტომაა,რომ უნდა გვახსოვდეს მიზანი საკუთარი არსებობისა და ვმადლობდეთ უფალს ყოველივესთვის”. (ავტორი გენია.ჯი)