“პიეტრო ბადოლიოს წერილი – ბენიტო მუსოლინის”

პიეტრო ბადოლიო (1871-1956 წლები),გახლდათ იტალიის მარშალი,რომელმაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა – ბენიტო მუსოლინის,რეჟიმის დამხობის შემდეგ 1943 წელს და გამოაცხადა ოფიციალური ნეიტრალიტეტი,”მეორე მსოფლიო ომში”.სწორედ მისი მეშვეობით  განხორციელდა იტალიისათვის უმნიშვნელოვანელი მოლაპარაკებები “მოკავშირეებთან” 1943 წლის ივლისში,პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში,რომელიც შემდგომ გაგრძელდა სიცილიაზე და 1943 წლის 3 სექტემბერს დასრულდა იტალიის “კაპიტულაციით”. (ავტორი გენია.ჯი) 1944 წლის 9 ივნისს გადადგა თანამდებობიდან,რის შემდეგაც ორჯერ იყო მცდელობა მისი გასამართლებისა,თუმცა იგი საერთაშორისო ტრიბუნალისაგან,დიდი ბრიტანეთის პრემიერის – უინსტონ ჩერჩილის,უშუალო ჩარევის შედეგად გადარჩა,რის შემდეგადაც 1947 წელს,მას ყველა ბრალდება მოუხსნეს.მანამდე კი 1925 წელს,ბენიტო მუსოლინის,თავს დაესხა ყოფილი პარლამენტარი – ძანიბონი (მას მრავალჯერ დაესხნენ თავს შემდგომ წლებშიც),თუმცა უშედეგოდ,რის შემდეგაც 1925 წლის 7 ნოემბერს გაერთანებული ჯარების მეთაურმა – პიეტრო ბადოლიომ – “დუჩეს” მისწერა წერილი,რომელშიც ეწერა:

“დამიდასტურეს რა ის ფაქტი,რომ პარლამენტის ყოფილი წევრი ძაბიონი მაიორის უნიფორმას ატარებდა ალპების ჯარებში,როდესაც თქვენი სიცოცხლის ხელყოფა სცადა,მე,როგორც შტაბის მეთაურს და მთავრობის ერთგულ მსახურს,მსურს ყველა იმ ადამიანის სახელით,რომლებიც იტალიის სამხედრო ფორმას ატარებენ,გამოვთქვა პროტესტი იმ კაცის საზიზღარი საქციელის წინააღმდეგ,ვინც დაივიწყა ღირსება და ცდილობდა წარსულის ორდენებით დაემალა აწმყოს ყველაზე მიუტევებელი დანაშაული. (ავტორი გენია.ჯი) ღმერთმა დაიფარა თქვენი უბრწყინვალესობა და იტალია.იმ დღეებში,როცა შეშფოთება და სიხარული ერთდროულად გვეუფლებოდა,თქვენ გვერდით მყოფი თითოეული ჩვენგანის გულისცემა იცანით,ვინც იარაღით ხელში ემსახურება ჩვენს ქვეყანას და ვინც მეფის უავგუსტესი სახელით თქვენი ერთგული მიმდევარია”. (ავტორი გენია.ჯი)