სებასტიან დე ბელალკასარი
სებასტიან დე ბელალკასარი - დაიბადა 1480 წელს,დასახლებულ პუნქტ ბელალკასარში,კორდობას პროვინციაში (ესპანეთი) და მისი ნამდვილი გვარი გახლდათ – მოიანო,თუმცა მოგვიანებით საკუთარი გვარი შეიცვალა,მშობლიური კუთხის სახელწოდებით.იგი გახლდათ ცნობილი ესპანელი “კონკისკადორი”,რომლის სახელიც ისტორიაში შევიდა,როგორც ეკვადორის,ნიკარაგუისა და კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის დამპყრობი. (ავტორი გენია.ჯი) ამასთანავე მის სახელთანაა დაკავშირებული პირველი “ექსპედიციის” მოწყობის ორგანიზება,მითოლოგიური “ელდორადოს” აღმოსაჩენად.მისი პირველი ჩასვლის თარიღი ამ მიწებზე ჩვენთვის უცნობია,თუმცა ცნობილია,რომ 1519 წელს იგი გახლდათ ხელქვეითი ცნობილი ესპანელი კონკისკადორის – პედრასიას დავილასი.1524 წელს კი დაიპყრო ნიკარაგუა,თუმცა 1531 წელს ჩაერთო ფრანსისკო პისაროს,დასახმარებლად ბრძოლაში და შეუერთდა მის არმიას პერუს სანაპიროებზე.მას დაევალა ინკების ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის დაპყრობა (თანამედროვე ეკვადორის ტერიტოია) და დაამარცხა რა ადგილობრივი ინკების ბელადები 1534 წელს აიღო ქალაქი კიტო.იგი მან მალევე,ესპანეთის სამეფო ტახტის მფლობელობაში მოაქცია.ამავე პერიოდში მან მოაწყო პირველი “ექსპედიცია”მითოლოგიური ქალაქის – ელდორადოს აღმოსაჩენად,თუმცა უშედეგოდ.მას შემდეგ რაც ესპანეთის მეფემ,კონკისკადორებს სამართავად გადასცა სხვადასხვა დაპყრობილი ტერიტორიები – სებასტიანს წილად ხვდა,სამართავად პოპაიანეს პროვინცია.ცხოვრების დარჩენილი ათი წელი ბრძოლებში გაატარა.1547 წელს,მას დახმარების თხოვნით მიმართა პედრო დე ლა გასკამ – გონსალო პისაროს აჯანყების ჩასაქრობად. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ მისსავე პროვინციაში,ცნობილი ისტორიკოსი – სესა დე ლეონი – სებასტიანის წინააღმდეგ გამოვიდა,რადგან 1546 წელს მან სიკვდილით დასაჯა,მეზობელი პროვინციის მმართველი.ამის გამო მას ესპანურმა სასამართლომ “სიკვდილით დასჯა” მიუსაჯა.მან გადაწყვიტა აღნიშნული განაჩენი ესპანეთის მეფესთან “გაესაჩივრებინა”,თუმცა ესპანეთში მეფესთან გამგზავრებამდე 1550 წელს იგი კოლუმბიის ქალაქ კარტახენაში გარდაიცვალა,სადაც დაკრძალულ იქნა.მისი სახელი კი შემორჩა ისტორიას,როგორც ზემოთ აღნიშნული ქვეყნების პირველი დამმორჩილებელი და მითიური ქვეყნის “ელდორადოს” მაძიებელი პირველი ექსპედიციის მომწყობი ორგანიზატორი. (ავტორი გენია.ჯი)
სებასტიან დე ბელალკასარის ძეგლები