“ჩინური დამწერლობის სათავეებთან”
ცან ცზე - გახლდათ ჩინეთის “მითიური” იმპერატორის – ხუან დის,კარის ისტორიოგრაფი,რომელიც მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით III ათასწლეულში.დღემდე იგი მიჩნეულია ჩინური დამწერლობის ფუძემდებლად და კრიპტოგრამის კრებულის შემქმნელად,რომელიც შემდგომში სათავედ დაედო ჩინური იეროგლიფების წარმოშობას. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული დამწერლობის შემოღებამ კი საბოლოოდ უარი ათქმევინა ჩინელებს “კვანძოვანი სისტემით დამწერლობაზე”.ცან ცზეს შესახებ პირველი ცნობები გვხვდება ჩვ.წ.აღ-მდე III საუკუნის,ცნობილ ფილოსოფიურ ტრაქტატში,სახელწოდებით: “სიუნ-ცზი”,სადაც ეწერა:
“უძველეს ხანაში ჩინეთში არსებობდა მრავალრიცხოვანი გამოცდილება დამწერლობის შესაქმნელად,თუმცა მხოლოდ ცან ცზეს მიერ შემოღებული “ნიშნები” იქნა მიღებული,რომლებიც დღემდე არსებობენ”.
რაც დრო გადიოდა,ცან ცზეს შესახებ უფრო და უფრო მეტი მითი და ლეგენდა დადიოდა. (ავტორი გენია.ჯი) ამის გამო იგი ერთგვარ მითოლოგიურ პერსონაჟადაც კი იქცა ჩინეთში,რომელსაც ოთხი თვალით გამოსახავდნენ,რაც ჩინური მითოლოგიის მიხედვით აღნიშნავს განსაკუთრებულად “შორსმჭვრეტელ ადამიანს”.გარდა ცან ცზესი,ჩინური დამწერლობის შემოღებას უკავშირებენ სხვა მითოლოგიურ პერსონებსაც: ფუ სი,შან-ნუნი,ში ხუანუ,ჩჟუ სიანსა და ცზიუი სუნუს.ფაქტია,რომ ცან ცზემ მოახერხა ჩინური დამწერლობის ახალ ეტაპზე გადაყვანა,რითაც სამუდამოდ უკვდავყო მისი სახელი ამ ქვეყნის ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი)