„სერ” ნილს ულაფ II
„სერ” ნილს ულაფ II - გახლავთ სამეფო ჯიშის პინგვინი,რომელიც ბინადრობს შოტლანდიის ზოოპარკში და მიჩნეულია ნორვეგიული სამეფო გვარდიის “თილისმად”.რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,მას 2008 წელს მიანიჭეს “რაინდის” ტიტული და “პოლკოვნიკის” ჩინი,შესაბამისად მის სახელს ნილს ულაფს,დაერთო წინსართი “სერ”.1961 წელს ნორვეგიულმა სამეფო გვარდიამ,მონაწილეობა მიიღო ედინბურგში (შოტლანდია),გამართულ სამხედრო ორკესტრების აღლუმში. (ავტორი გენია.ჯი) ლეიტენანტმა ნილს ეგელიენმა,რომელმაც ამ ვიზიტისას დაათვალიერა ედინბურგის ცნობილი ზოოპარკი,დიდი ინტერესი ზოოპარკში მობინადრე “პინგვინთა კოლონიის”,მიმართ და როდესაც 1972 წელს ისინი კვლავ ესტუმრნენ ედინბურგს,მისივე აქტიურობის შედეგად ერთ-ერთი პინგვინი “იშვილა”,რომელსაც – ნილს ულაფი უწოდეს,ნორვეგიის მეფის ულაფ V-ის (1903-1991 წლები),საპატივცემულოდ.ამავე დროს მას მიანიჭეს “ეფრეიტორის” წოდება და ყოველი ვიზიტისას ედინბურგში,ნორვეგიის სამეფო გვარდიისა,იგი გამოჰყავდათ აღლუმზე.ამასთანავე ყოველი გამოსვლისას უმატებედნენ სამხედრო წოდებას.1982 წელს მიანიჭეს “კაპრალის” წოდება,1987 წელს “სერჟანტის”,თუმცა ყველას გულის დასაწყვეტად, იგი მალევე დაიღუპა და შეცვლილ იქნა სხვა პინგვინით,რომელსაც სახელად – ნილს ულაფ II უწოდეს.1993 წელს მას მიენიჭა “პოლკის სერჟანტის” წოდება,ხოლო 2008 წელს კი “რაინდის” ტიტული. (ავტორი გენია.ჯი) იგი ნორვეგიული არმიის “პირველი მომსახურე პინგვინია”,რომელსაც ესოდენ საპატიო წოდება მიენიჭა.იგი დღესაც აქტიურად იღებს მონაწილეობას ედინბურგში გამარტულ სამხედრო აღლუმებზე და შესაბამისად წოდების გაზრდის “მოლოდინშიცაა”.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ნილს ულაფ II-ის ბრინჯაოს ქანდაკება იქნა შექმნილი და იგი ედინბურგის ზოოპარკის ტერიტორიაზე განათავსეს.ასეთივე ბრინჯაოს ქანდაკება დამზადებულ იქნა ნორვეგიაში და დადგმულ იქნა “ნორვეგიის სამეფო გვარდიის”,მთავარი შტაბ-ბინის წინ,დედაქალაქ ოსლოში. (ავტორი გენია.ჯი)