“ყველაზე მზიანი ადგილი დედამიწაზე”
“დედამიწაზე ყველაზე მზიან ადგილად” - მიჩნეულია ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქი - იუმა (არიზონას შტატის უდაბნო),სადაც წელიწადის 365-366 დღიდან – 318 დღე მზიანია.წელიწადში შესაძლო 4456 “მზის საათიდან” ამ ქალაქში 4050 საათი მზიანია,რაც 91%-ს შეადგენს დროისა,როდესაც მზე ჰორიხონტზეა. (ავტორი გენია.ჯი) ამ მიზეზის გამო – ქალაქი იუმა,რომელშიც 90 041 მაცხოვრებელი ცხოვრობს,”გინესის რეკორდების წიგნშიც” კი მოხვდა,როგორც ყველაზე მზიანი ადგილი დედამიწაზე.აღნიშნულ ქალაქში უდაბნოს ტიპის კლიმატია და განსაკუთრებული სიცხე ზაფხულის პერიოდშია.1995 წლის 28 ივლისს,იუმაში დაფიქსირდა +51გრადუსი ტემპერატურა,რაც ამ ქალაქისათვის სარეკორდოა.საშუალო ტემპერატურა კი შეადგენს +30-40 გრადუსს.აღსანიშნავია,რომ ამავე ქალაქში ზამთარიც თბილია და 0 გრადუს ქვემოთ ტემპერატურა ფაქტიურად არასოდეს ჩამოდის. (ავტორი გენია.ჯი) ერთადერთი შემთხვევა,როდესაც ტემპერატურა -11 გრადუსამდე დაეცა,გახლდათ 2007 წლის იანვრის თვე და ეს ტემპერატურა ქალაქში შენარჩუნებული იყო 2 საათის განმავლობაში.ცნობისათვის,ქალაქ იუმადან გახლდათ ერთ-ერთი ცნობილი,ამერიკელი “ადამიანის უფლებების დამცველი” და “ეროვნული გმირი” ამერიკის შეერთებული შტატებისა – სესარ ესტრადა ჩავესი (1927-1993 წლები).