ანდრეა დელ ვეროკიო
ანდრეა დელ ვეროკიო - დაიბადა 1435 წელს იტალიის ულამაზეს ქალაქ ფლორენციაში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდესს იტალიელ მოქანდაკესა და მხატვარს “აღორძინების ეპოქისა”.იგი ასევე ისტორიაში შევიდა,როგორც მასწავლებელი უდიდესი გენიოსის – ლეონარდო დავინჩისა.ანდრეას ნამდვილი სახელი გახლდათ – ანდრეა დი მიკელე ჩონი,თუმცა სახელი შეიცვალა და დაირქვა თავისივე მასწავლებლის,იმ დროინდელი ცნობილი იუველირის – ვეროკიოსი. (ავტორი გენია.ჯი) “ადრეული აღორძინების ეპოქაში”,მხატვართა უმეტესობა შეკვეთებს იღებდა (მხოლოდ მცირე გამონაკლისის გარდა).ამიტომ ამ ხელოვნებით დაკავებული ხელოვანებისათვის “შემკვეთები”,ერთგვარ მეცენატების როლსაც თამაშობდნენ.აღნიშნული პარქტიკა განსაკუთრებით ფესვგადგმული გახლდათ XV საუკუნის ფლორენციაში.ხელოვანები არა მარტო სურათების შეკვეთებს იღებდნენ,არამედ ისინი ამზადებდნენ ჭურჭელს,არქიტექტურულ ძეგლებს და ასე შემდეგ.მოსწავლე,რომელსაც სურდა გამხდარიყო პროფესიონალი მხატვარი,აუცილებელი იყო ექვსი წლის მანძილზე გაეარა მომზადება ოსტატის სახელოსნოსი,რის შემდეგაც ეძლეოდა უფლება საკუთარი სახელოსნოს გახსნისა.ანდრეა დელ ვეკიომ სპეციალიზირება გაიარა “ქანდაკების” განხრით,თუმცა ასევე აქტიურად სწავლობდა სახვით ხელოვნებას.მისმა დიდმა გენიამ,ანდრეა ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ოსტატად აქცია იმ პერიოდის ფლორენციაში და მისი შეგირდები გახლდნენ,ისეთი დიდი გენიოსი ხელობანები,როგორებიც იყვნენ: ლეონარდო და ვინჩი,პიეტრო პერუჯინო და სანდრო ბოტიჩელი.არის გადმოცემა,რომ ვეროკიოს გენიალური ბრინჯაოს ქანდაკება “დავითი”,სადაც მოდელად,ახალგაზრდა ლეონარდო და ვინჩი იქნა გამოყენებული,გამოხატავდა ერთგვარ სულიერ და შემოქმედებით კავშირს მასწავლებელს (ვეროკიო) და მოსწავლეს (ლეონარდო) შორის.აღნიშნულმა ნამუშევარმა კი ლეონარდოს შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია შემდგომ. (ავტორი გენია.ჯი) არის ასევე ცნობები იმის შესახებ,რომ ვეროკიოს ყველაზე ცნობილი 4 მეტრიანი სიმაღლის მქონე ქანდაკება – ბართოლომეო კოლეონისა,რომელიც ცხენზეა ამხედრებული,თავის გენიალურ მოსწავლესთან – ლეონარდოსთან ერთად შექმნა.1465 წელს ვეროკიო გახდა ავტორი – კოზიმო მედიჩის,აკლდამის.1463 წლიდან -1487 წლამდე მუშაობდა სკულპტურულ კომპოზიციაზე “ურწმუნო თომა”.1476 წელს შექმნა “დავითის” ბრინჯაოს ქანდაკება,რომელიც მოგვიანებით სიმბოლო ხდება “ჰუმანისტური რენესანსული კულტურისა”.1482 წელს იგი მიემგზავრება ფლორენციიდან – ვენეციაში,სადაც შექმნა კიდეც – ბართოლომეო კოლეონის,ცხენზე ამხედრებული ქანდაკება.ანდრეა დელ ვეროკიო გარდაიცვალა 1488 წელს ვენეციაში,ისე რომ სრულყოფილად ვერ მოასწრო აღნიშნული ქანდაკების შექმნა.მისმა შემოქმედებამ კი უდიდესი,როლი ითამაშა არა ერთი “გენიოსი” ხელოვანის შემოქმედებაზე,მათ შორის კი – ლეონარდო და ვინჩიზე. (ავტორი გენია.ჯი)
დავითი
უიდიფოსის დაბრუნება