“ტომას კარლეილის შესახებ – ჩარლზ საროლი წერდა”…
ტომას კარლეილი (1795-1881 წლები),გახლდათ ბრიტანელი (შოტლანდიელი) მწერალი,პუბლიცისტი,ისტორიკოსი და ფილოსოფოსი,რომელიც ავტორია მრავალტომიანი ნაშრომის – “საფრანგეთის რევოლუცია”,”ისტორია ფრიდრიხ II პრუსიელის”,”გმირები და გმირული ისტორიები” და სხვა.იგი იკვლევდა რომანტიკულ “გმირთა კულტებს”,მაგალითად ისეთს,როგორიც გახლდათ ნაპოლეონ ბონაპარტი და სხვა ისეთი ცნობილი პიროვნებები,რომელთაც კვალი დაამჩნიეს კაცობრიობის ისტორიას.მისი მოსაზრებით “მსოფლიო ისტორია”,წარმოადგენდა დიადი ადამიანების მიერ განვლილ ცხოვრებას და სწორედ ამიტომ,მის უმთავრესს კვლევის საგნად ისტორიული პიროვნებების კულტის შესწავლა იყო. (ავტორი გენია.ჯი) მისი ხედვები თანხვედრაში მოდიოდა გენიალური ფილოსოფოსის ფრიდრიხ ნიცშეს შეხედულებებთან “ზეადამიანის” კულტის არსებობასთან მიმართებაში,რაც შემდგომ ფაშისტური გერმანიის ერთგვარი იდეოლოგიის საფუძველიც კი გახლდათ.ტომას კარლეილის ხედვებს იზიარებდა არა მარტო ფაშისტური ელიტა,არამედ ადოლფ ჰიტლერიც დიდი ენთუზიაზმით ეთანხმებოდა მის ფილოსოფიას “ზეადამიანური კულტის” არსებობის შესახებ და განსაკუთრებით ხაზს უსვამდა იმას,რომ კაცობრიობის ისტორია,ეს მართლაც “დიადი ადამიანების ბიოგრაფიებისაგან” შედგებოდა.პროფესორმა ჩარლზ საროლმა,თავის “პროფაშისტურ” საგაზეთო სტატიაში “Anglo-German Review”-ში 1938 წელს,სახელწოდებით: “იყო თუ არა კარლეილი პირველი ნაცისტი?”,მის შესახებ ასეთი თეზისი ჩამოაყალიბა: