“ფიცუილიამის მუზეუმი”
“ფიცუილიამის მუზეუმი” - წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილ ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმს,რომელიც ”კემბრიჯის უნივერსიტეტის” ბაზაზეა დაფუძნებული და ამავე ქალაქში მდებარეობს (დიდი ბრიტანეთი).იგი დაარსებულ იქნა 1816 წელს,რიჩარდ ფიცუილიამის,მემკვიდრეობის საფუძველზე,რომელმაც კემბრიჯის ამ უდიდესს საგანმანათლებლო კერას,ანდერძად დაუტოვა: უნიკალური წიგნების კოლექცია,ხელოვნების შედევრები და იმ დროისათვის უზარმაზარი თანხა 100 000 ფუნტი სტერლინგი. (ავტორი გენია.ჯი) მუზეუმის შენობა აგებულ იქნა 1848 წელს,დიდი ინგლისელი არქიტექტორისა და არქეოლოგის – ჩარლზ რობერტ კოკერელის (1788-1863 წლები),მიერ და იგი ერთ-ერთი ულამაზესი არქიტექტურით გამორჩეული ნაგებობაცაა კემბრიჯისა.”ფიცულიამის მუზეუმი” სულ იყოფა 5 განყოფილებად:
1. უძველესი ხელოვნება.
2. თანდართული ხელოვნება.
3. მონეტები და მედლები.
4. ხელნაწერები და წიგნები.
5. ფერწერა და გრაფიკა.
ამ უნიკალურ მუზეუმში წარმოდგენილია: უძველესი ბერძნული,ძველრომაული,ძველეგვიპტური,კიპრის და ახლო აღმოსავლეთის ხელოვნების შედევრები. (ავტორი გენია.ჯი) აქვეა განთავსებული არქაული და ელინისტური ცივილიზაციების შესანიშნავი ისტორიული ნიმუშები.თანდართული ხელოვნების განყოფილებაში,წარმოდგენილია,როგორც ძველი ინგლისური,ჩინური,იაპონური,კორეული და ევროპული საყოფაცხოვრებო ნივთები,ასევე ახალი თანამედროვე ეგზემპლარებიც,მათ შორის: ჭურჭელი,ბროლი,ავეჯი,საათები და ასე შემდეგ.მუზეომშივე დაცულია მედლები და მონეტები,მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან,რომელთა რაოდენობა 190 000 ექსპონატია.აღსანიშნავია ისიც,რომ აღნიშნული მონეტებისა და მედლების წარმომავლობა იწყება უძველესი “ჩეკანკის მონეტებიდან”,დღევანდელ დღემდე მოჭრილ აღნიშნულ ნივთებამდე.მუზეუმში გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უძვირფასესი ნივთებისა,დაცულია უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტები,ხელნაწერები,უიშვიათესი წიგნები,უძველესი ნოტები და ასე შემდეგ.აქვეა გამოფენილი XIII-XX საუკუნეების,ისეთი გენიოსების ნამუშევრები,როგორებიც იყვნენ: ტიციანი,ვერონეზე,რუბენსი,პიკასო,მონე,ვან დეიკი და სხვები.დღესდღეობით “ფიცუილიამის მუზეუმი” ერთ-ერთ საუკეთესო მუზეუმადაა მსოფლიოში მიჩნეული და მას წელიწადში 300 000-ზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს.ალბათ ნებისმიერი ჩვენთაგანი ისურვებდა ამ უნიკალური მუზეუმის “ბრწყინვალე” ექსპონატების დათვალიერებას. (ავტორი გენია.ჯი)
“ფიცუილიამის მუზეუმის” ექსპონატები