იცით თუ არა,რომ
1. ჩრდილოეთ კორეაში,კომუნისტური რეჟიმის საშინელ პირობებში,პარტიის მიერ შემოღებული და რეკომენდირებული იქნა მეტად გასაოცარი წესი,რომლის მიხედვითაც,მამაკაცს დალაქთან თმის შეკრეჭით,მხოლოდ ათი ვარცხნილობის მიღება შეუძლია,ხოლო მანდილოსანს 18 სახეობის ვარცხნილობისა.სხვა სახეობები ვარცხნილობებისა ჩრდილოეთ კორეაში მიუღებელი და აკრძალულია.
2. საფრანგეთის მეფე – ანრი III დე ვალუა (1551-1589 წლები),იმდენად მოხიბლული გახლდათ კონტინენტალური ტოი-სპანიელის (პაპიონი) ძაღლის ჯიშით,რომ 1576 წელს თავად გაემგზავრა ლიონში,რა დროსაც დაახლოებით – 100 000 კრონი გაიღო,ამ ჯიშის ლეკვების შესაძენად.
3. სპილოები – ერთადერთი ცხოველები არიან დედამიწაზე,რომელთაც დაკრძალვის რიტუალი გააჩნიათ.როდესაც სპილო დაიღუპება,სხვა სპილოები იღებენ მცირე ზომის ორმოს,რომელშიც ათავსებენ დაღუპულ სპილოს,რომელსაც ზემოდან ტალახსა და ტოტებს აწყობენ.
4. ეროვნული დროშების დაშვება “გლოვის” ნიშნად სათავეს XVII საუკუნიდან იღებს და იგი შემოღებულ იქნა ბრიტანელი მეზღვაურების მიერ.ომის შემდგომ ბრიტანელები,იმავე ომში დაღუპულთა პატივსაცემად ეროვნულ დროშას დაბლა სწევდნენ,რაც სიმბოლურად აღნიშნავდა “უხილავი სიკვდილის დროშის” ზეაღმართვას.
5. პირველი ქვეყანა,რომელმაც კოსმოსში კატა,სახელად – ფელისეტი გაუშვა,გახლავთ საფრანგეთი.აღნიშნული ფაქტი კი დაფიქსირებულ იქნა 1963 წელს.კოსმოსური მოგზაურობის შემდგომ – ფელისეტი მშვიდობიანად დაუბრუნდა დედამიწას.(ავტორი გენია.ჯი)
6. პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი სასაფლაო გლადიატორებისა,არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ იქნა თურქეთში,კერძოდ ეფესოში,რომელიც ადრეულ ეპოქაში ძველბერძნულ პოლის წარმოადგენდა.აღნიშნულ სამარხში აღმოჩენილ იქნა 67 გლადიატორის ნაშთი.
7. თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე ოფიციალურად 33 400 არქეოლოგიური ძეგლი და 440 000 ისტორიულ-არქეოლოგიური ობიექტია განთავსებული,რაც უძველესი საბერძნეთისა და ძველი რომის არქეოლოგიურ ძეგლებზე მეტი რაოდენობისა.
8. ადამიანის პირის ღრუში 700-ზე მეტი სახეობის ბაქტერია “ბუდობს”.
9. თანამედროვე ცხენის უძველესი წინაპრები გახლდნენ – Sifrhippus sandrae,რომლებიც ბინადრობდნენ ეოცენის ეპოქაში,დაახლოებით 56 – 33,9 მილიონი წლის წინათ.მათი ფიზიკური ზომები კი არც მეტი არც ნაკლები,ჩვეულებრივი კატის ზომის გახლდათ,წონით 3,8 კილოგრამი.
10. რამდენიმე ისტორიული წყაროსა და ქრონიკის ცნობით,საფრანგეთის სახალხო გმირის ჟანა დ’არკის (1412-1431 წლები) სიკვდილით დასჯაში,თავისი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმანაც,რომ იგი “ცაცია” გახლდათ.აღნიშნული ფაქტი მისი მტრების მიერ კარგად იქნა გამოყენებული იმისათვის,რომ ჟანა დ’არკისათვის “ჯადოქრობაში” დაედოთ ბრალი,რაც სასამართლომ გაითვალისწინა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)