შარლ VI დე ვალუა “შლეგი” – “ეპიზოდი”

შარლ VI დე ვალუა (1368-1422 წლები) – გახლდათ საფრანგეთის მეფე 1380-1422 წლებში, რომელიც ისტორიაში შევიდა ზედსახელით  -“შლეგი”.მისი ბავშვობის წლების შესახებ ცნობილი თითქმის არაფერია,თუმცა ისტორიუალად იგი გახლდათ პირველი პიროვნება,რომელსაც დაბადებისთანავე “დოფინის” ტიტული მიენიჭა (საფრანგეთის სამეფო ტახტისა,რომელიც მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებს ენიჭებოდათ XIV საუკუნიდან. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ტიტული ძალაში იყო საფრანგეთის დიდი რევოლუციამდე,კერძოდ 1830 წლამდე).მისი გამაოგნებელი ისტორიიდან აღსანიშნავია,ის ფაქტი,რომ ისტორიამ მას მართლაც ღირსეული სახელი “შლეგი” შემთხვევით არ დაარქვა,რადგან 12 წლის ასაკიდან,მაშინ როდესაც იგი სამეფო ტახტზე კორონიზილებულ იქნა,დაეწყო სერიოზული “ფსიქოლოგიური აშლილობები” და შესაბამისად გამოირჩეოდა უცნაური თვისებებითაც.აღნიშნული აშლილობები კიდევ უფრო “აქტიურ ფაზაში” მაშინ გადავიდა,როდესაც 1392 წელს დაემართა “ცხელება”,რომელსაც თან ახლდა ხანგრძლივი სიცხეები.მისი აშლილობის შესახებ ცნობილია,რომ: იყო შემთხვევები,როდესაც იგი საკუთარ სახელს ვერ იმახსოვრებდა და არც ის ახსოვდა,რომ საფრანგეთის მეფე იყო.ასევე ცნობილია,რომ მას საკუთარი მეუღლისა და ბავშვების ცნობაც კი უჭირდა. (ავტორი გენია.ჯი) ხუთი თვის მანძილზე ვერაფრით შეძლო საფრანგეთის სამეფო კარმა,მისი აბაზანაში შეყვანა და ტანისამოსის გამოცვლაც კი.რომის პაპის პიუს II-ის,წერილობითი გადმოცემის თანახმად,შარლს თავი მინისაგან დამზადებული ეგონა და რომ არ დამსხვრეულიყო,ტანისამოსში სპეციალურად აკერინებდა მათში რკინის მავთულებს.აუკრძალა აბსოლუტურად ყველას,შეხება მასზე,იმის შიშით,რომ “დაიმსხვრეოდა”.ამ დაავადებას თანამედროვე მედიცინიში “მინის ცდომილებას” უწოდებენ.საბოლოოდ შარლ IV დე ვალუა “შლეგი” გარდაიცვალა 1422 წლის 21 სექტემბერს,პარიზში სენ-პოლის სასახლეში ყველასაგან მიტოვებული (მეუღლისაგანაც კი),მალარიის შედეგად. (ავტორი გენია.ჯი)