ბანქოს ქაღალდის “ვალეტის” ისტორიიდან…

“ვალეტი” - ფრანგულად “valet” (მსახური,ჯარისკაცი),გახლავთ ერთ-ერთი ფიგურა ბანქოში,რომელიც ეთმოლოგიურად კნინობითი სახელის “ვასალისაგან” წარმოსდგება და მასზე გამოსახულია ახალგაზრდა მამაკაცის სხვადასხვა სურათები.შუა საუკუნეების საფრანგეთში,სადაც სათამაშო ბანქოს ქაღალდი გამოჩნდა XIV საუკუნეში,მასზე დატანილი თითოეული სურათი გამოსახავდა ამა თუ იმ ისტორიულ ან ლეგენდარულ პერსონაჟს. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,გამონაკლისი არც “ვალეტი” გახლდათ და მასზე დატანილი პერსონების ვინაობებს აქვე შემოგთავაზებთ:

“ვალეტი ყვავი” - მოიხსენიებდნენ,როგორც “Hogier”.მასზე გამოსახული პერსონაჟი გახლდათ,ფრანკთა მეფის “კარლოს I დიდის” რაინდი – ოჟიერ დანიელი (VIII-IX საუკუნეები),რომელიც ასვე წარმოადგენდა ერთ-ერთი ფრანგული საგმირო ეპიკური თხზულების გმირსაც. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ აღნიშნული პიროვნება ერთი პერიოდის განმავლობაში,კერძოდ XVI საუკუნეში,მიჩნეული გახლდათ “დანიის” სახელმწიფოს დამაარსებლად,თუმცა აღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

“ვალეტი გული” - მოიხსენიებდნენ,როგორც “Lahire”.მასზე გამოსახული პერსონაჟი გახლდათ,ფრანგი მხედართმთავარი “ასწლიანი ომის” – ეტიენ დე ვინოლი (1390-1443 წლები),რომელსაც ზედსახელად  ”ლა გირს” უწოდებდნენ,რაც “რისხვას” აღნიშნავდა,გარდა ამისა მას მოიხსენიებდნენ,როგორც “სატანა”,რადგან გამოირჩეოდა უხეში და სასტიკი ხასიათით.ამასთანავე აღსანიშნავია,რომ იგი გახლდათ თანამებრძოლი საფრანგეთის ეროვნული გმირის,ლეგენდარული  - ჟანა დ’არკისა. (ავტორი გენია.ჯი)

“ვალეტი აგური” - მოიხსენიებდნენ,როგორც “Hector”.მასზე გამოსახული პერსონაჟი გახლდათ “ტროას ომის” ერთ-ერთი სარდალი და მთავარი გმირი უკვდავი ძველბერძენი პოეტის – ჰომეროსის,პოემისა “ილიადასი” – “ჰექტორი”. (ავტორი გენია.ჯი) რომელიც გახლდათ გულადი ვაჟი ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,ტროას უკანასკნელი მეფის პრიმეოსისა და მისი მეორე მეუღლის დედოფალ – ჰეკუბასი.

“ვალეტი ჯვარი” - მოიხსენიებდნენ,როგორც “Lancelot.მასზე გამოსახული პერსონაჟი გამოსახავდა “მეფე ართურის თქმულებების”,ერთ-ერთი უმთავრესი გმირი და “მრგვალი მაგიდის” ღირსეული რაინდი – “ლანსელოტი”,რომელმაც უმთავრესი როლი ითამაშა ართურის გამარჯვებებში,მტრების წინააღმდეგ,თუმცა საბოლოოდ მისი საბოლოო დაღმასვლაშიც ლანსელოტმა ნაწილობრივ მიიღო მონაწილეობა.

 
P.S. XIV საუკუნის შემდეგ ისევე,როგორც ბანქოს სხვა სათამაშო ქაღალდებზე,ამ პერსონაჟის ნაცვლად სხვადასხვა ისტორიული და ლეგენდარული პიროვნებების გამოსახვა დაიწყეს. (ავტორი გენია.ჯი)