“ბურკინა-ფასო”
“ბურკინა-ფასო” - წარმოადგენს სახელმწიფოს დასავლეთ აფრიკაში,რომელსაც 1984 წლამდე მოიხსენიებდნენ,როგორც – “ზემო ვოლტა”.ჩრდილოეთით ესაზღვრება მალი,აღმოსავლეთით ნიგერი,სამხრეთ-აღმოსავლეთით ბენინი,სამხრეთით ტოგო და განა,ხოლო სამხრეთ-დასავლეთით კოტ-დ’ივუარი.ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია. (ავტორი გენია.ჯი) დედაქალაქი გახლავთ – უაგადუგუ (1,475,223 მაცხოვრებლით).ქვეყნის საერთო ფართობი შეადგენს 273 187 კვადრატულ კილომეტრს,რაც სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან 74-ე ადგილზე აყენებს.მოსახლეობა კი 15 730 977 მაცხოვრებელია და ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიო ქვეყნებს შორის 61-ე ადგილზეა.ბურკინა-ფასოს ოფიციალური ენა – ფრანგულია.ვალუტას წარმოადგენს ბურკინა-ფასოს “ფრანკი”.მისი მოსახლეობა შედგება ორი ძირითადი ეთნიკური ჯგუფისაგან: ჰურებისა და მოსის ხალხისგან.ასევე ქვეყანაში ცხოვრობენ: სისალას,მბუინის,სენუფოსა და სხვა ეთნიკური ჯგუფის ხალხები.მოსახლეობის 50% მუსულმანია,აბორიგენთა რელიგიას 40% მისდევს,ხოლო კათოლიკე ქრისტიანთა რაოდენობა 10 %-ია.ქალაქის მოსახლეობა,ბურკინა-ფასოს საერთო მოსახლეობის 205-ს შეადგენს,ხოლო კვადრატულ კილომეტრზე სიმჭიდროვე ადამიანებისა 57,5-ს შეადგენს.ქვეყანა ადმინისტრაციულად იყოფა 13 ოლქად,45 პროვინციად და 301 დეპარტამენტად.სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტია,მთავრობის მეთაური პრემიერ-მინისტრი,რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს.საკანონმდებლო ორგანო ერთპალატიანი პარლამენტი – “ეროვნული ასამბლეაა”,რომელშიც 111 დეპუტატია და მათ ხუთი წლის ვადით ირჩევენ.დღესდღეობით ბურკინა-ფასოს ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ პარტიებად მიჩნეულია: “კონგრესი დემოკრატიისათვის” და “პროგრესის პარტია”.XI საუკუნეში თანამედროვე ბურკინა-ფასოს ტერიტორიაზე,ფართოდ გავრცელდა მოსის ხალხი,რომელბიც ქვეყანაში განას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შევიდნენ და დაიმორჩილეს მკვიდრი მოსახლეობა: ნენესეს,ჰრუსისა და ბუსას ხალხები. (ავტორი გენია.ჯი) XIV საუკუნეში ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა უაგადუგუს,იატენგას,ტენკოდოგოსა და ფადან-ჰურმაის სამეფოები.XIX საუკუნისათვის ფრანგებმა დაიკავეს აღნიშნული სამეფოების ნაწილი და თავის პროტექტორატის ქვეშ მოაქციეს და მათ ზემო ვოლტა უწოდეს.1960 წლის 5 აგვისტოს – იამეოგომ,გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და მისი პირველი პრეზიდენტიც გახდა.ქვეყანა მრავალჯერ იყო შინაარეულობის მომსწრე და ასევე მეზობელ ქვეყნებთან დაპირისპირებული1991 წლის 11 ივნისს მიიღეს “კონსტიტუცია”,რომელშიც შესწორებები 1997 წელს შეიტანეს და აღნიშნული დოკუმენტი მიიჩნევა ქვეყნის უზენაესს კანონად.ბურკინა-ფასოს ტერიტორიის უმეტესს ნაწილს,შეადგენს “მოსის ზეგანი”,რომელიც ზღვის დონიდან 200-500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.კლიმატი სუბეკვატორულია და გამოირჩევა მშრალი ჰავით.ქვეყანაში 20-მდე მდინარეა,რომელთა შორის ყველაზე დიდი მდინარეებია: შავი ვოლტა და თეთრი ვოლტა.მიუხედავად იმისა,რომ მისი ბუნება მრავალფეროვანია და მდიდარია ფლორისა და ფაუნის უნიკალური სახეობებით,დღესდღეობით მრავალი მათი სახეობა გადაშენების პირას მყოფად მიიჩნევა.ბურკინა-ფასოში მოიპოვებენ ოქროს,მარგანეცს,ნიკელს,ტიტანს და სხვა ბუნებრივ რესურსებს.ქვეყნის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორებია: სინგაპური,ბელგია,ჩინეთი,ტაილანდი და ინდოეთი.ბურკინა-ფასო გახლავთ “გაეროს” სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა და იგი ასევე წარმოადგენს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრს. (ავტორი გენია.ჯი)
ბურკინა-ფასოს ეროვნული გერბი
ბურკინა-ფასოს დედაქალაქი – უაგადუგუ
ბურკინა-ფსაოს პოლიტიკური რუკა