“ჰოა-ბინის კულტურა”
“ჰოა-ბინის კულტურა” - გახლდათ სუბნეოლითური ხანის არქეოლოგიური კულტურა ინდოჩინეთში.აღნიშნული ტერმინი მეცნიერებასა და ისტორიაში შემოტანილ იქნა ფრანგი არქეოლოგების მიერ,რომლებიც სამუშაოებს აწარმოებდნენ ჩრდილოეთ ვიეტნამის ტერიტორიაზე,ჰოა-ბინის პროვინციაში,სადაც აღმოჩენილ იქნა კიდეც პირველი ნაშთები ამ კულტურისა.ნაპოვნი ქვის იარაღები და სხვა არტეფაქტები სპეციალისტთა ვარაუდით,განეკუთვნება ჩვ.წ.აღ-მდე 9000-3000 წლებს. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად მიიჩნევდნენ,რომ აღმოჩენილი არტეფაქტები მიეკუთვნებოდა რამდენიმე ეთნიკურ ჯგუფს,თუმცა მოგვიანებით დადგენილ იქნა,რომ მსგავსი ნივთების მზადდებოდა საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე,რომელზეც მრავალი სხვადასხვა ეთნოსი სახლობდა.პირველი აღმოჩენები ჰოა-ბინის კულტურისა გამოქვეყნებულ იქნა 1927 წელს და სულ ნაპოვნი იქნა 28 სახის 82 არტეფაქტი.1994 წელს,ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში ამ საკითხის ირგვლივ ჩატარდა კონფერენცია,სადაც არქეოლოგებმა წარმოადგინეს მტკიცებულება იმისა,რომ ჰოა-ბინის კულტურა ჩამოყალიბებულ იქნა ჯერ კიდევ 17 000 წლის წინათ და შემოთავაზებულ იქნა წინადადება იმის შესახებ,რომ იგი წარმოადგენდა არა არქეოლოგიურ კულტურას,არამედ ერთგვარი ქვის იარაღის დამზადების ტრადიციას.აღნიშნული წინადადება მიღებულ არ იქნა კონფერენციაზე დამსრე მეცნიერების მიერ. (ავტორი გენია.ჯი) როგორც არქეოლოგები ვარაუდობენ ჰოა-ბინის კულტურა გავრცელებული უნდა ყოფილიყო ლაოსში,ტაილანდში,კამბოჯაში,ვიეტნამში,ჩინეთში,ავსტრალიასა და სხვა რიგ ქვეყნებში ინდოჩინეთის რეგიონისა.ამავე კულტურის ნაწილად არის ცნობილი საკმაოდ საინტერესო აღმოჩენა ჩესტერ ჰორმანისა,რომელმაც 1970 წელს ტაილანდში,კერძოდ საყოველთაოთ ცნობილ “სულების გამოქვაბულში”,აღმოაჩინა რამდენიმე სახის მცენარეთა ნაშთები,ისეთების,როგორებიცაა: ნუში,წაბლი,პარკოსნები,ბეტელი,პილპილი და სხვა,რომელთა ასაკიც თარიღდება 9000-8500 წლით და მიუხედავად იმისა,რომ ისინი არაფრით განსხვავდებოდნენ გარეულ პირობებში გაზრდილი მცენარეებისაგან,დღემდე მეცნიერთა დიდი ნაწილი მიიჩნევს,რომ აღნიშნული მცენარეები წარმოადგენდა “ჰაო-ბინის” კულტურის მქონე ხალხის “მოშინაურებულ მცენარეებს”,ისევე როგორც დღეს არის უამრავი მცენარე,რომელსაც ადამიანი გამოიყენებს საკვებად და ეწევა მათ კულტივაციას,მაგალითად: სიმინდი,ლობიო,სოიო და ასე შემდეგ.ფაქტიურად დადასტურებულია,რომ “ჰოა-ბინის” კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული ინდოჩინეთში და დიდი როლიც ითამაშა ამ რეგიონის განვითარებაში. (ავტორი გენია.ჯი)